Part 17

111 9 8
                                    



დაბლა ჩავიდნენ ყველანი და თავიანთ ადგილებზე მოკალათდნენ. მარიამმა და დათამ დაიწუწუნეს გვშიაო, მათ კი რაღათქმაუნდა დანარჩენებიც აყვნენ, ბოლოს ტასომ თავის თავზე აიღო საჭმლის მომზადება და სამზარეულოში შევიდა. ცოტახანში ლაზარეც უკან გაჰყვა და დაიბარა მივეხმარებიო.

რომელ მიხმარებაზე იყო საუბარი? ცოტა სასაცილოა... ლაზარე ტასოს აკვირდებოდა და თვალს არ აცილებდა, ტკბებოდა მისით, მისი სილამაზით, ხელმარჯვეობითა და ცოტა არიყოსდა სხეულითაც.


ეს-ეს იყო ტასომ დაასრულა ყველაფრის გაკეთება, როცა უკნიდან ლაზარეს ხელის შემოხვევა იგრძნო და ამან მასში დაბნეულობა, სიამოვნებაც და ჟრუანტელიც ერბაშად გამოიწვია.
დაბნეულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, უკან შემოტრიალდა და ლაზარეს თვალებში ჩახედა.



— ლაზარე... რას აკეთებ?- ენის ბორძიკით, მაგრამ მაინც წარმოთქვა ეს სიტყვები.



— რას ვაკეთებ შენი აზრით?- თქვა სრული სერიოზულობით და კითხვა შეუტრიალა.


— ზედმეტად ახლოს ხარ ლაზარე...- არადა ასე ყოფნა მართლაც მოსწონდა, ალბათ ამას იმიტომ ამბობდა, რომ უხერხულობა არ შექმნილიყო, ან ადვილად მოსაპოვებელი გოგო არ გამოჩენილიყო. თუმცა რაღაც მხრივ გულგრილი არ იყო ლაზარეს მიმართ, ამას კი საბედნიეროდ მხოლოდ თვითონ ამჩნევდა.

ლაზარემ საპასუხოდ გაიღიმა, მაგრამ ეს არიყო სარკაზმით გამოწვეული. ამ ღიმილში ნამდვილად იგრძნობოდა სითბო, რომელიც ტასოს მართლაც რომ ათბობდა.


— მინდა იცოდე, რომ ასეთ სიტუაციაში, ესე ახლოს ვინმე სხვა სულიერთან თუ დაგინახავ, ნამდვილად არ დასრულდება კარგად.- კიდევ ერთხელ ჩაიღიმა, ამჯერად ნაკლებად შესამჩნევად, ლოყაზე კოცნა დაუტოვა და გამზადებული, თეფშებზე გადმოდებული საჭმელების მაგიდაზე განსათავსებლად გაემართა.


Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now