《4》

3K 238 9
                                    

გასაღები რამდენადაც შემეძლო ჩუმად გადავატრიალე.

კარებიც უჩუმრად შევაღე.

სახლში სიჩუმე იყო.

ამ ფაქტმა გამახარა, ესეიგი მშობლებს ეძინათ, მე კი შემეძლო ჩემს ოთახში ავსულიყავი, და მინჯუნისთვის დამერეკა, რომ გამერკვია როგორ იყო ჩემი და, და შემდეგ-

"სად ეგდე?!"

ფიქრები გამეფანტა როცა ყვირილი გავიგონე და ოთახში შუქი აინთო.

"იუჯინ?! აქ როგორ მოხვედი?!" კარები ჩემს უკან ფრთხილად მივხურე.

"და შენ არაპირებ იმის თქმას იმ ვიღაც მკვლელთან ერთად რატომ იჯექი ეშმაკის ბორბალზე?! ან სახლში ვინ მოგიყვანა?! მაგ ტიპმა არა?!" ყვირილისგან ლოყები გაუწითლდა.

"და შენ არაპირებ იმის თქმას თუ რას საქმიანობს შენი ბანდის წევრი მინჯუნი?! ამდენი ხანი ამას მიმალავდი?! ეს მთელი წელია მისნაირთან დაეხეტებოდი და არც სასმელსა და ნარკოტიკებზე ეუბნებოდი უარს?!" მეც ამომასხა.

იუჯინს სახე მოექცა. "რა ბანდის წევრი? სულ შეიშალე? ერთადერთი ვინც აქ მკვლელთან დაეთრევა ეს შენ ხარ!"

თვალები მოვჭუტე. "მინჯუნი ბანდის წევრი არ არის?"

გაკვირვებამ სახეზე გადაურბინა. "რა ბანდის წევრი, რეებს ლაყბობ? აზრზე თუხარ რას იძახი? მე მეუბნებოდი ცუდ ტიპთან დადიხარო და სულ რაღაც ერთ დღეში ეშმაკის ბორბალზე მკვლელთან ერთად იჯექი. რაო, ზასაობაც მოასწარით?!"

ტკლაცანის ხმა ექოსავით გაისმა ოთახში. "ზასაობაზე შენნაირი ნურაფერს იტყვის. გხედავდი როგორ გადიოდი ხოლმე სახლიდან პრეზერვატივებით სავსე ყუთით" სახე გამიქვავდა და გარტყმისგან ხელი ამეწვა.

იუჯინი გაშეშებული იდგა. სახე გატრიალებული ჰქონდა და აწითლებულ ლოყას თმა უფარავდა.

"მძულხარ! წადი შენი!" ბოლოს მომახალა და მაღლა ავარდა.

თავისი ოთახის კარები მთელი ძალით მიიჯახუნა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now