《5》

2.9K 231 9
                                    

თავგაბრუებული წამოვიწიე.

დიდი ხნით არც ჩამძინებია.

ტელევიზორი ჯერ ისევ ხმამაღალზე ღრიალებდა.

პლედი გადავწიე და გადმოვბობღდი. ტელეფონს დავწვდი, რომელიც წამდაუწუმ ანათებდა ახლად შემოსული მესიჯებისგან.

'გავიდეთ კაფეში? თუ კლუბი გირჩევნია? ან ვაფშე სასტუმრო დავჯავშნოთ ზღვასთან'

'არაა ხო ცუდი აზრი?'

'ოე'

'რეუმ?'

'აუ გძინავს?'

'ჩოგბურთში თამაშიმაქვს და მთელი დღე ვერ მოგწერ, გირჩევნია აეგდო და მიპასუხო!'

'ოე!!'

მესიჯებს კოპებშეკრულმა გადავხედე. კეფა მოვიქექე.

ჩემი ბავშვობის მეგობარი სეიონგი გამალებული მაყრიდა მესიჯებს.

გადავრეკე.

"არ მეჩხუბო ან მიყვირო, ისედაც თავიმტკივა და ამ წამს გავიღვიძე"

"რატო არ მპასუ- რატო, მოხდა რამე?"

"აა, არაფერი ისეთი...მე..ჩვენ...ნუ მოკლედ მე და ჩემი და პარკიდან გვიან დავბრუნდით და გვიან ჩამეძინა"

"ჰმმ? შენდა შენი და ერთად სადმე? რაღაცას მატყუებ. ვიცი რომ გიყვარს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ ერთმანეთს ვერასდროს უგებდით ბოლომდე. სულ სხვანაირი როჟაა იუჯინი, შენ კი სულ სხვა"

გონებაში ჩუმად დავეთანხმე.

"ხოდა, რას გეუბნებოდი...წამოხვალ ამ საღამოს კლუბში? ერთგან რაღაც წვეულება იმართება და სამი დღე გადაბმულად ჩატარდება წვეულებები. უმაგრესი იქნება. თან ყვოველ გამვლელ გოიმს კიარ იღებენ! მამაჩემის საშუალებით სიაში უკვე ჩავეწერეთ, იოოო!" უკვე წარმომედგინა ენას როგორ ყოფდა. სიხარულისგან სულ ასე სჩვევოდა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now