《7》

2.8K 213 20
                                    

კარები ხმაურიანად მივიხურეთ ჩვენს უკან, მაგრამ ნინძლავს ჩამოვალ, არც არავის გაუგია და არც არავის მოუქცევია ჩვენთვის ყურადღება.

დარბაზში სრული ქაოსი სუფევდა.

დისკოს უზარმაზარი ბურთი ჭერზე გამწარებული ბრუნავდა და ორი წუთი დამჭირდა თვალის შესაჩვევად. ეფექტისთვის ფერადი ნათურები ასხივებდა ოთახში და გამალებით ჩაირთვებოდა და გამოირთვებოდა. წვრილი ლაზერებიც ასხივებდა.

ხალხი თითქოს სრულიად მოწყვეტილი იყო რეალობას. ისე ცეკვავდნენ თითქოს არავინ და არაფერი მათ გარდა არ არსებობდა.

"როგორც ჩანს დარაჯის მოკვლა ნაღდად ღირდა" ჩვენთვის გასაგონად დაილაპარაკა კეჩანგმა.

არც ერთი წვეულება ქალაქის ფარგლებში გამოტივებული ჯერ არ გვაქ. ასეთ ადგილებში ვეშვებით, გოგოებს ვითრევთ, ვსვავთ და ყველა თავის თავთან რჩება.

"აბა თქვენ იცით" დოიონმა ყველას ზურგზე ხელი მეგუბრულად მოგვარტყა და ყველანი გაიფანტნენ.

თვალი მოვკარი ქეჰიონს, რომელიც მაშინვე გოგოების თვალიერებას შეუდგა.

ჩავიცინე და თავი გავაქნიე. 'ფილტრაობის სპეციალისტი.'

სასმელის ასაღებად ხალხში გზის გაკვლევა წიხლებით მომიწია. ნამდვილად ვერ ამჩნევდა ეს ხალხი მათ გარშემო მყოფებს, სრულიად ჩაძირულნი იყვნენ.

პატარა ლურჯი ნეონის ბართან თითქმის არავინ იჯდა.

'ანდა, ვის ცალია' ჩემთვის გავიფიქრე. მაღალ მრგვალ სკამზე ჩამოვჯექი.

ბარმენი ჩემთან მოვიდა. თვალებზე შევატყვე ახალი მოწეული ქონდა.

"რა-ას ინებებთ სერ?" ჯლოყინით მკითხა.

"ყველაზე მძლავრი ალკოჰოლი რაც გაქვთ, ის" ცალი ხელი ქამარზე მოვიკიდე და იდაყვით მაგიდას დავეყრდენი.

"ევერქლეარი გვ-ვაქვს"

"სასმელი რომელიც დაჟე აშშს ცამეთ შტატშია აკრძალული? მოიტანეთ" ენა გავაწკლაპუნე.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now