《14》

2K 184 10
                                    

მინის ნამსხვრევებით მორთულ გზაზე სროლა ატყდა.

მე ჩახრილი და ყურებზე ხელ აფარებული შორიდან ვუცქერდი ბრძოლას.

გვერდულად დაცემული მანქანიდან კიდევ შავ პალტოიანი ორი მამაკაცი ამობობღდა.

ჯანდაბა! მეგონა უმრავლესობა მკვდარი იყო!

ისევ პანიკამ მიპყრობდა. მინჯუნი და იუჯინი არსად ჩანდნენ. გადარჩებოდა მინჯუნი თუ არა, ეს არ მადარდებდა. მაგრამ დაკითხვას დიდი სიამოვნებით მოვუწყობდი.

კოჭლობით და ხელის თრევით, რომელიც მინის ნამსხვრევებით დავიზიანე, შევეცადე სროლას ავცდენოდი და როგორღაც მანქანამდე მივსულიყავი.

უეცრად თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს.

თაცი ისევ ამტკივდა. აქ მოსვლისას თავის მინაზე მიჯახების გამო.

ტკივილი დამიბრუნდა და თვალები სიმწრისგან მოვხუჭე.

რატო მაინც და მაინც ახლა!

ზუსტად ამ დროს ვიგრძენი ყელზე ხელი როგორ შემომაჭდეს.

"არავინ გაინძრეს! არავინ! ნებისმიერ გამოძრავებაზე ამ გოგოს ქვესკნელში გავუშვებ!" კაცმა ჩემს ყურთან დაიღრიალა.

წამით სროლა შეწყდა.

თვალები ნელ-ნელა გავახილე.

ჯონგქუქს და ყველა დანარჩენ თავები ჩემსკენ შემოებრუნებინათ.

ზუსტად ამდროს მოწინააღმდეგეებმა დრო იხელთეს და ჩხუბი თავიანთ სასიკეთოდ შემოატრიალეს.

გამწარებული ქეჰიონი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და მისკენ წამოსული ყველა დარტყმა აიცილა.

სანამ პისტოლეტის ძირიდან აღებას მოასწრებდა, უკნიდან ტყვია ესროლეს.

"არაა!" სიმწრით წამივიკივლე.

ტყვია ფეხში მოხვედროდა და ტკივილისგან ასფალტზე იკლაკნებოდა.

ხმამაღლა ღრმად სუნთქავდა.

მე ყვირილს ვაგრძელებდი და ფეხებს ჰაერში უმისამართოდ ვიქნევდი.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now