《28》

1.4K 121 24
                                    

"ჯონგუკი თქვენ ბრძანდებით?"

"დიახ" მტკიცე პასუხით შოფერი დააფეთა. კაცს მის ტონზე გააჟრიალა და შემოწმებისგან თავი შეიკავა, ისე გაგვიღო კარები.

ლედი ლაურსიმ დღეს ჯონგუკთან ერთად, ჩვენც დაგვიბარა. ალბათ უბრალოდ უნდოდა გვენახა, რას და როგორ აკეთებდნენ ჯონგუკთან ერთად.

ჯონგუკმა ხელი სავარძლისკენ გაიშვირა და პირველი მე შემიშვა. ამ ჯელტმენობაზე ორივეს ჩაგვეცინა.

მოკალათებულს, გვერდით იუჯინი მომიჯდა. ჩემს წინ ჯონგუკი მოთავსდა.

ჩვენი ურთიერთობის დროებით დამალვა გადავწყვიტეთ.

ამის გასამხელად არც კარგი დრო იყო და არც კარგი პერიოდი.

ჯეიკი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მომხდარით სტრესში ჩავარდნილი დოიონი და კეჩანგი სულ გარეთ ხეტიალში არიან, იუჯინიც საშინლადაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ არამარტო ჯეიკის ცუდად ყოფნის გადატანა უწევს, არამედ მინჯუნიც სავარაუდოდ დაბრუნდა. ქეჰიონი კი საერთოდ, რას აკეთებს როცა ჩვენთან ერთად არაა, კაციშვილმა არიცის.

და ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ რომ გამოვაცხადოთ, ერთად ვართთქო, ყველა იმაზე იფიქრებს რომ ამ მძიმე პერიოდს არასერიოზულად ვუყურებდით და ერთმანეთის ალერსი გვერჩივნა.

ამთემაზე ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ ამით ჩანდა რომ ერთ აზრზე ვიყავით. ისიც უსიტყვოდ მეთანხმებოდა.

დოიონი და კეჩანგი დღეს ვერ გამოგვყვნენ. ბანდის გარეთ, საქმეებზე მივდივართო. ერთად არა, ორივეს ცალ-ცალკე გამოუჩნდათ თურმე პრობლემები.

ყველაფრის შემდეგ თოთქოს ყველა შეიცვალა. კეჩანგის ირონიული ხასიათი, უფერული გახდა. იშვიათად ხუმრობს და ისე ჩუმად იქცევა, თუ არ შეხედე  არც გაგახსენდება რომ გვერდით გიდგას.

დოიონი აქამდე მოლაპარაკე არ ყოფილა, მაგრამ საუბრებსა და განხილბეში ყოველგვის გვესწრებოდა. ახლა მაგასაც აღარ აკეთებს. როგორც გამოცდილი ადამიანი, რომელიც რჩევებს იძლეოდა ხოლმე, ახლა ან ოთახშია სულ ჩაკეტილი, ან სადმეა გასული.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now