《6》

2.8K 222 5
                                    

კლუბი შორს აღმოჩნდა. გზაში იმაზე დიდხანს მოგვიწია ყოფნა ვიდრე მოველოდი.

თითქმის ქალაქგარეთ იყო. დაგვიბნელდა კიდევაც.

ფანჯრიდან უაზროდ ვუცქერდი ყვითელი შუქით განათებულ უსასრულო გზას.

სეიონგმა ჩემს გვერდით ერთი ნივთის გამო ყველაფერი ამოალაგა. "მოწმობა გაქვს ხომ?"

თავი უეცრად წამოვწიე. "არა..არმაქვს..." დაბნეულმა გავხედე.

გაიცინა. "ასეც ვიცოდი. აგერ, აიღე" პატარა ბარათი გადმომიგდო.

ბარათის მიხედვით უკვე თვრამეტის ვიყავი.

"ყალბი პირადობის მოწმობა საიდან?" ჩავიცინე.

"საიდანღაც" თვალი ჩამიკრა. თავისი ბარათიც ააფრიალა, სადაც ისიც ჩემნაირად ვითომ თვრამეტის იყო.

"შენც კაი შეშლილი ხარ" მეგობრულად ხელი გავკარი.

შეშლილი.

ამ სიტყვაზე ერთი კონკრეტული ადამიანი მახსენდებოდა.

ჯონგუკი. ნეტავ ახლა რას აკეთებს?

ფიქრებში ჩაფლული გარეთ ვიცქირებოდი.

სულ ცოტახანში შენობის წინ გავაჩერეთ მანქანა, რომლის გრძელი ფანჯრებიდან იასამნისფერი ნეონის შუქები იფრქვევოდა.

მუსიკის ხმა აქამდეც კი აღწევდა. კლუბის გარეთ ასფალტზე რამდენიმე მოზარდი ისხდა და სიმთვრალისგან აქეთ-იქით ქანაობდნენ. ზოგიც ერთმანეთზე გადახვეულნი მუსიკას აყოლილები მღეროდნენ. ზოგი ყვიროდა ზოგიც ბოლო ხმაზე იცინოდა.

რამდენიმეს ეტყობოდა კიდევაც რომ დაბოლილი იყო.

მანქანის კარი გავაღე და გადავედი.

ნელნელა ვიწყებდი იმაზე ფიქრს, ხომარ ჯობდა უკან დავბრუნებულიყავით.

წითელი ლენტის ხაზში ჩავდექით. ჩვენამდე სამი წყვილი ადამიანი პირადობას დარაჯს უქნევდნენ, მალე შეგვიშვიო.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now