《18》

1.9K 161 29
                                    

სიცილს მოვრჩი და ლაპარაკიდან გამოვეთიშე.

გული კარგს არაფერს მკარნახობდა.

ლურჯ-კოსტუმიანი მრგვალი მაგიდის მეორე მხარეს იჯდა და თავისუფლად შემოგვცქეროდა.

დავიძაბე.

ისე გვიყურებდა, თითქოს ჩვენზე ბევრი იცოდეს. არასასიამოვნო მზერა ჰქონდა.

მან უეცრად მზერა მომაშორა და სხვებს საუბარში აჰყვა.

საჭმლით სავსე დიდი ლანგრები და თეფშები ჩვენს წინ განალაგეს, და მეც მასზე დაკვირვების შეწყვეტა მომიწია.

"მადისაღმძვრელად გამოიყურება" მიმტანს გავუღიმე და მანაც ღიმილით მიპასუხა.

ყველა კერძი მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. ერთი სული მქონდა გამესინჯა.

შამპანიურის ოთხი სავსე ბოთლი მაგიდაზე ჩამოამწკრივეს.

ჭიქები ერთმანეთისას მივუჭახუნეთ და სიცილ-ხარხარით საუბარი წამოვიწყეთ. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა.

თავს გადასარევად ვგრძნობდი, ზუსტად ისე როგორც ჯონგუკს უნდოდა.

შევუბრუნდი. "მადლობა, მართლა. გადასარევი საღამოა"

"სჭორედაც რომ მაგის იმედი მქოდა" გაიკრიჭა.

უეცრად ჩვენს შორის სივრცეს გვერდითა მაგიდიდან წამოსული ლურჯ-კოსტუმიანი დაეჯახა.

მოულოდნელობისგან შევხტი.

"ააჰ, ბოდიშით, უკაცრავად. კიდეს გამოვედე" თავი ათასჯერ მაინც დაგვიკრა ბოდიშის ნიშნად და თავის შესამაგრებლად მაგიდას ხელი ქვემოდან ამოსდო.

"კარგად ბრძანდებით?" გაკვირვებულმა შევათვალიერე.

არადა, სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. არა მგონია რამე სჭირდეს.

"დიახ დიახ, კარგად ვარ...ბოდიში რომ ხელი შეგიშალეთ" თითქოსდა დაბნეულმა გაგვიღიმა და ჩვენს მაგიდას მოშორდა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now