《17》

2K 162 46
                                    

სასაუზმოდ ჯონგუკსა და ბიჭებს არ შევუვერთდი და ჩემი მოთხოვნით საუზმე დიდ მისაღებში მომიტანეს.

ფეხები აკეცილი მქონდა და ჩემთვის ჩუმად მივირთმევდი.

ღია ოქროსფერკედლებიან ოთახში სამი შავი დიდი დივანი იდგა და წინ უზარმაზარი ტელევიზორი.

დაბალ ხმაზე დილის ახალი ამბები გადიოდა.

ქერათმიანი ქალი ახლად მომხდარ თემებზე საუბრობდა.

"...დღევანდელი დღე, ცუდად არა მარტო მთავრობისთვის გათენდა, არამედ ერთ-ერთი ოჯახისთვის. ქალაქის ზღვართან მყოფ ქუჩაზე დამტვრეული მანქანები იპოვეს. ზუსტად მაგ დროს შემოვიდა ინფორმაცია რომ ორი და დაიკარგა. დების სხეულები მანქანებში ახმოჩენილი ვერ იქნა. სისხლის დეენემი ადასტურებს რომ დები მართლაც გარეულნი იყვნენ მომხდარში. როგორც კადრში ხედავთ, ქუჩა ნამსხვრევებით და სისხლის ნაკვალევებითაა სავსე. იტყობინებიან, რომ აქ სროლა იყო გაჩაღებული. მანქანებს ნატყვიარები ემჩნეოდათ. დების მაგივრად, პოლიციელებმა ორი ზრდასრული მამაკაცების ცხედარი იპოვეს. ერთი როგორც ჩანს ამოყირავებისას გარდაიცვალა, მეორე კი კისერში გახლდათ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი. პოლიცია მოითხოვს რომ ხალხი ღამით და საეჭვო ადგილებში ფრთხილად იყოს"

კადრი შეიცვალა.

ქერათმიანი ქალი და იმ ქუჩის სიუჟეტი გაქრა.

მათ მაგივრად ეკრანზე მამაჩემი და დედაჩემი გამოჩნდნენ.

თვალებ შეშუპებული დედაჩემი მხარზე ატირებულ მამაჩემს ეყრდნობოდა.

"არა! არარიან ჩემი გოგოები მკვდარნი! ვიცი რომ ცოცხლები არიან, ვიცი! ისინი იმ შემთხვევაში არ დაღუპულნან, ვიცი ეს! პოლიციას მივმართავ, რომ გამოძიება გააძლიერონ და დააჩქარონ! ჩემს მთელ შემოსავალს ჩავდებ იმაში რომ გამომძიებლები და სპეცრაზმის ნაწილი ვიქირაო! მათ ჩემი ხელით ვიპოვი!...არეუმ, მინჯუნ...დაბრუნდით, ძალიან-"

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now