《 Thank You 》

1.2K 63 12
                                    

პირველ რიგში, მკითხველებს მინდა გითხრათ მადლობა💜 ბოლო-ბოლო წერის მოტივი თქვენ იყავით🤷‍♀️💜

ისიც მინდა ავღნიშნო რომ ეს ჩემი პირველი დასრულებული ფიკია😅 ბევრი ექაუნთი მაქვს სადაც ტონა დაუსრულებული ფიკი მიწერია, ზოგი წამიშლია ან დრაფტებში ლპება🙄  მათი წერის გაგრძელებას უბრალოდ აზრი აღარ ჰქონდა. გარკვეულ ეტაპამდე ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა მაგრამ დასასრულამდე ფიკის მიყვანა სულ მიჭირდა.

სულ მეშინოდა ასეთი ტემპით ერთსაც ვერასოდეს დავასრულებთქო, მაგრამ როგორც ხედავთ შევძელი და ძალიან მიხარია. ამ ფიკით შეიძლება ითქვას რომ ვამაყობ💁‍♀️

ამ ფიკის იდეა იმ ფიკიდან ავიღე რომელიც ამ აქაუნთზე მაქ დრაფტებში შენახული. 'მისი ყვავი' (Her Spade) ქვია და რაღაცა იდეა იქედან გადმოვიღე. არვიცი შეიძლება ვინმეს წაკითხული გაქვთ ან აქ ან ფეისბუკზე. ადრე მქონდა სამი თავი დადებული. ჰოსოკზეა და მის წაშლას არ ვაპირებ, მომავალი დავამუშავებ და ალბათ ისევ დავდებ. წასაშლელად ძალიან მენანება😂

ახლა გეტყვით და დრაფტებში 7 ფიკი მაქ შენახული. ყველა წევრზე დაწერას ვაპირებ.

და არ იღელვოთ, ყველა ფიკი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება😌

სულ სხვანაირი აზრი, სიუჟეტი, მოვლენების განვითარებები და ასე შემდეგ.

წერის სტილზე რამოგახსენოთ. ალბათ ყველაში ისეთივე მკაცრ სტილს გამოვიყენებ როგორც კრიმინალში.

ასეთი წერის სტილი ჰარუკი მურაკამის წიგნების წაკითხვის შემდეგ გამოვიმუშავე. კონკრეტულად კი სამ ნაწილიან ნაშრომიდან სახელად ' 1Q85 '. ვისაც წაკითხულიგაქვთ გყვარობთ.

ვისაც არა კი გირჩევთ რომ წაიკითხოთ. ისეთი წიგნია ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ასეთი წიგნი გადაშლილი და წაკითხული. ზოგადად ამ მწერალზე ვგიჟდები.

ელემენტარული წინადადება "გარეთ გავდიოდი და თოვდა" რომ მისცე, დაწერისას ექვსას სიტყვიან წინადადებად გარდაქმნის ისე ლამაზად და ამავე დროს მკაცრად აღწერს ყველაფერს. მისი ფანტაზიის უნარი ზოგადად ყველა მის ნაწერში მაგიჟებს. ასეთი რაღაცეების მოფიქრებას დრო და შრომა არუნდა?!

კრიმინალის წერისას ძალიან მინდოდა ყველაფერი დეტალურად გადმომეცა, თითქოს ყველა თავი რაღაც კინოს ნაწილი იყო, მინდოდა ჩემს მკითხველს ყველაფერი დეტალურად წარმოედგინა გონებაში და მიხარია რომ ამას მივაღწიე.

ისევ დიდი მადლობა თქვენ❤

(14/04/2019)

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now