《29》

1.2K 121 21
                                    

"რატომ დამიბარე?" კეპი თვალებზე უფრო ჩამოვიფხატე და გარშემო მივიხედე.

რატომღაც ისეთი წინათგრძნობა მქონდა თითქოს ვიღაც მიყურებდა.

"რაიყო, შენი დაიკოს ნახვა არ გსურს?" ჰაიუნმა ალკოჰოლი მოსვა.

"დიდად არა, სიმართლე რომ გითხრა" უდარდელად ავიჩეჩე მხრები. "ვიცი რომ ჯეიკის მკვლელობაში და ზოგადად წვეულების არეულობის ერთერთი მონაწილე შენც იყავი"

"ჯეიკი? ის ტიპი მინჯუნმა რო გაუხვრიტა შუბლი?" ეს თემა სასაცილოდ არ ყოფნიდა.

წარბზე ხელი გადამისვა. "ჰაჰ, მესამე პირსინგიც დაგიმატებია იმის მერე რაც ბოლოჯერ გნახე"

"მისმინე, შენს ნახვაზე ახლაც უარს ვიტყოდი, ინფორმაცია რომ არ მჭირდებოდეს. შენმა ჯგუფის წევრმა ჩემი ჯგუფის წევრი და ძალიან ახლო მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა. შენ არ შეგეხები, რადგან ბოლო-ბოლო ჩემი და ხარ. იმ ტიპზე ინფორმაცია მჭირდება. რათქვი წეღან, მინჯუნი ქვია, ჰო?"

ტუჩები გაბუტული სამი წლის ბავშვივით მობუშტა. "რა საძაგელი პატარა ძამიკო ხარ, მოგეკითხე მაინც. არ გაინტერესებს შენი დიდი და ახლა რასშვება, როგორაა, როგორ ცხოვრობს?" ყბა ხელზე ჩამოიდო.

თავი ნელა გავაქნიე. "არა. შენთან კავშირი კარგა ხანია გავწყვიტე. მეც ვარ კრიმინალთა ჯგუფის წევრი, მაგრამ უდანაშაულო ხალხს არ ვკლავ. შენ კი ფსიქოფატი ხარ"

თვალები აატრიალა და ოფიციანტს ჭიქის შევსებაზე დაუძახა.

"ჩვენი ნახევარ ძმა რასშვება? მაგის სახელი დღემდე ვერ დავიმახსოვრე, ჩანგი თუ ჩონგი, თუ რაღაც ეგეთი"

"კეჩანგი. და ის ჩემი ნახევარძმაა" მზერა ვესროლე.

"უჰ, კარგი ერთი. დედაჩვენი მის მამაზეა გათხოვილი, და იმის მიუხედავად რომ ის ოფიციალურად აღარ არის დედაჩემი, ბიოლოგიურად მაინც ასე გამოდის. ამიტომ, ის ჩემი ძმაც გამოდის" მომგებიანად გამიღიმა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now