《23》

1.7K 132 12
                                    

ყველა გასასვლელისკენ მიიჩქაროდა.

დაჭრილი ხალხი გარშემო მეკვროდა და მაწვებოდნენ. სხეული მათსავით, სისხლით მეც მეთხვრებოდა.

დარბაზში სიტუაცია უფრო გაუარესდა. დარბაზის შიდა ბალკონიდან, საიდანაც იარაღები უცხო პირებმა გადმოყარეს, იგივე ადამიანებმა სნაიპერების თოფით მაღლიდან ატეხეს სროლა.

ჯონგუკმა ხვეწნა-მუდარით, ძლივს დამარწმუნა რომ აქედან სასწრაფოდ გავსულიყავი. პისტოლეტი ყოველი შემთხვევისთვის მომცა. თვითონ კიონგთან და ლედი ლაურსთან დარჩა.

პისტოლეტის ტარს ხელი მოვუჭირე და შევეცადე ამ ჭყლეტვიდან როგორმე გამეღწია. პანიკაში ჩავარდნილი ხალხის გამო გაღებულ კარებში ვიყავით გაჩხერილნი.

სროლისა და კივილის გარდა ყურებში სხვა არაფერი მესმოდა.

მიწევ-მოწევით, აქა-იქ შეწითლებულ მწვანე ბალახზე ძლივს გავედი.

თვალებით იუჯინსა და ქეჰიონს ვეძებდი. ხალხი მხარს მკრავდა და წონასწორობას მაკარგვინებდა, ზოგი კი ჩემს გასაგონად იგინებოდა, შუა გზაში რას დგასო.

შენობის გვერდით, იუჯინის ფართხალს ძლივს მოვკარი თვალი.

შევეცადე დარბაზიდან გამოვარდნილ ხალხში გასასვლელი მეპოვა.

დიდი წვალების შემდეგ მათთან მივირბინე.

ქეჰიონს მთელი ძალით ეჭორა იუჯინი, რომელიც უკან დაბრაზში შებრუნებას აპირებდა.

"გამიშვი! გამიშვი!" ჩამწყდარი ხმით ხრიალებდა და ჰაერში ფეხებს იქნევდა. კაბა მუხლებთან მთლიანად დაფლეთოდა, თმაასჩეჩვოდა და ტირილისაგან მაკიაში ჩამოშლოდა.

არც მე გამოვიყურებოდი უკეთესად.

"ქეჰიონ, გვჭირდები!" დოიონმა მაღლიდან, ნამსხვრევებად ქცეული ფანჯრიდან დაუყვურა.

იარაღი გადმოაგდო და ქეჰიონის გვერდით დააგდო, რომელიც გამალებული ცდილობდა გააფთრებული იუჯინი გაეჩერებინა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now