《11》

2.5K 205 20
                                    

ჯონგუკი მთელი უკანა გზა ჩუმად იყო. შუა გზაში მოტოციკლეტს აჩერებდა და ტელეფონზე შემოსულ ასამდე ზარს პასუხობდა.

"შენსკენ...მოხდა რამე?" კიბეებზე ასულმა ვუპასუხე.

დაეჭვებული თავის ბზინავ შავ ფეხსაცმელს დააკვირდა. "არაფერი ისეთი...ჩემიანები კითხულობენ, სად ხარო" ტელეფონი ისევ ამოიღო და ნომერი აკრიფა.

წასვლის ნაცვლად წინ გადმოიხარა და თავზე ნაზად მაკოცა.

ლოყებგახურებულმა უკან დავიხიე. "ნ-ნუ მიეჩვევი ესეთებს" ხმა ამითრთოლდა.

ეშმაკურად გაეღიმა და წარბი აზიდა. "როგორც იტყვი" შებრუნდა და ხტუნვა ხტუნვით კიბეებზე ჩავიდა.

"და კიდევ..." ამომხედა.

"...შეეცადე ასეთ წვეულებებზე ნაკლებად იარო და ქეჰიონის ნაირ ტიპებს ნაკლებად ეფილტრავო"

ამაზე კი ნამდვილად გავბრაზდი და ხელები მოვმუშტე.

"ჯერესერთი, არ ვფილტრაობდით! მეორე კიდევაც, შენ დადიხარ ყოველდღე წვეულებებზე და ილეშები, დაარა მე!" ლოყები გაბრაზებით დავბერე.

გაღიმებული და თვალებ დაჭყეტილი მიყურებდა.

ბოლოს რაც თქვა იყო საყვარელი, სანამ მოტო დაძრა და გაქანდა.

დაბნეული და გონება გადატვირთვული კარებისკენ შევბრუნდი და გასაღები გადავატრიალე.

"ოჰ, არეუმ! წვეულება უკვე დასრულდა?" მისაღებში დედაჩემი დამხვდა. მამაჩემი დივანზე წამომჯდარიყო და ხილს იჭრიდა თავისთვის.

"...მე...ისა..ხო" უეცრად დავიბენი. ვერ მივხვდი, რა სიტუაციაში ვიყავი. მათ სახლში არ ველოდებოდი. როგორც შემატყობინეს, ქალაქ გარეთ იქნებოდნენ ისევ.

"მაშინ შენი და სადღაა?" დედაჩემი სამზარეულოში გავიდა და იქიდან გამომძახა.

ჩემი და სახლში არაა?

კარებთან მდგომი საშინელ გაუგებრობაში ჩავვარდი. ან ამათ აქ რაუნდოდათ, ან ჩემი და სადაა, როცა დამპირდა მხოლოდ ერთი დღით დავრჩები წვეულებაზეო.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now