თავი 2

1.6K 101 41
                                    

წვეულების შემდგომი დილა პირველი დილა იყო ლუის ცხოვრებაში, როდესაც ტრუსებში დიდი პრობლემით გაიღვიძა. მოკლედ რომ ვთქვათ, უცნაურად გრძნობდა თავს.

თავის განთავისუფლება სცადა ელეანორის მკლავებისგან. ის ოდნავ ხვრინავდა, რაც ლუიმ ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებლად ჩათვალა. იცოდა, რომ თვითონ არასდროს ხვრინავდა და არ იყო დარწმუნებული, უნდოდა თუ არა მთელი ცხოვრება ელეანორის ხვრინვისთვის ესმინა.

აბაზანაში შევიდა, რომელიც მისი საწოლის გვერდით იყო (რა თქმა უნდა, საკუთარი აბაზანა ჰქონდა) და საკუთარ თავს შეხედა სარკეში. შეძრწუნებული დარჩა იმით, რაც დაინახა.

თმა ისე ასჩეჩვოდა, თითქოს არასდროს დაევარცხნა. ბამბის მაისური მუცელზე მიჰკვროდა და ღმერთო! შარვალში გარკვევით შეგეძლოთ მისი პენისის დანახვა.

ლუიმ ამოიოხრა და ჩაკეტა კარები, სანამ უნიტაზზე დაჯდებოდა, თვალები დახუჭა და ბებიაზე დაიწყო ფიქრი. მისი ბებია უნიტაზზე, მისი ბებია უნიტაზზე შიშველი...თუმცა ეს ფიქრები ვერ შველოდნენ.

შემდეგ კბილები გაიხეხა, სახე დაიბანა და ოთახში დაბრუნდა, რომ ენახა, ელეანორს ხომ არ გაეღვიძა. მას ეღვიძა, ტელეფონი აეღო და სქროლავდა.

„დილა მშვიდობის, საყვარელო" უთხრა ლუიმ, სიტყვები პირიდან ისე ამოუვიდა, თითქოს ამ ფრაზას მეათასედ ამბობდა.

„დილა მშვიდობის" უპასუხა ელეანორმა და ლოყა მისწია, რომ ლუის ეკოცა.

„რას შვრები?"

ელეანორმა ლუის ეკრანი დაანახა, ინსტაგრამზე იყო. ლუი მის გვერდით დაჯდა და რამდენიმე წუთი ათვალიერებდნენ ახალ ფოტოებს, თან თითქმის ყველა პოსტზე აკომენტარებდნენ.

ელეანორი ბარბარას დადებულ ახალ ფოტოზე შეჩერდა. ფოტოზე თვითონ, ნაილი, ზეინი და ჰარი იყვნენ, აშკარად ნასვამები, წითელი ჭიქები ეჭირათ და იღიმოდნენ.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now