თავი 19

1.8K 98 33
                                    

მთლიან გეგმაზე არ უფიქრია, უბრალოდ უნდოდა, რომ სახლი დაეტოვებინა ერთი დღით, ან ორით. მშობლები შეეშინებინა ცოტათი და იქნებ უკანაც დაბრუნებულიყო.

ერთადერთი ადგილი, რაც იცოდა ( და უნდოდა წასვლა), სადაც მშობლები ვერ მიაგნებდნენ, ჰარის სახლი იყო. ლუის საკუთარ სახლზე მეტადაც კი მოსწონდა.

გაემზადა, მაგიდასთან დაჯდა და პატარა წერილი დაუტოვა მშობლებს.

ცოტა ხნით მივდივარ, სკოლაში მაინც ვივლი. ძებნაზე თავი არ შეიწუხოთ.

ლუი

ყველაზე სულელური რამ იყო, რაც ცხოვრებაში გაეკთებინა, მაგრამ უნდოდა, რომ გაქცეოდა დარდს.

ჰარისთვის არ მიუწერია, რადგან შეიძლებოდა შუა გზიდან სახლში დაბრუნებულიყო. წერილი მაგიდაზე დატოვა (იცოდა, რომ დედამისი მის ოთახში დილით შევიდოდა, როცა საუზმეზე არ იქნებოდა), დარწმუნდა, რომ ყველა თავის ოთახში იყო.

უკანა კარიდან გაიპარა და ჰარის სახლისკენ წავიდა.

წვიმამ დაიწყო, რა თქმა უნდა, რადგან ღმერთი ლუის ვერ იტანდა. კანკალებდა, როცა 11 საათზე ჰარის სახლს მიაღწია.

ზარი უნდა დაერეკა? თუ ჰარისთვის დაერეკა?

გადაწყვიტა, ზარი დაერეკა. დიდი ხანი არ გასულა, სანამ კარი მის კოქსმა გააღო.

„ამ, გამარჯობათ. მე აქ..."

„ჰარი ზემოთაა, მე უკვე მივდივარ." თქვა ქალმა და სევდიანი ღიმილით გაუღიმა.

ლუიმ კარი ჩაკეტა, ქუდი მოიხადა და ზემოთ ავიდა. ჰარის კარზე დააკაკუნა და შევიდა.

„ლუი?" ჰკითხა ჰარიმ დაბნეულმა და მის ჩანთას დააკვირდა.

„ხო, გამარჯობა. მე...სახლიდან გამოვიქეცი? მშობლებმა....ახალი ამბავი კარგად ვერ მიიღეს და ვეღარ ავიტანე. შეიძლება აქ დავრჩე? ვიცი, რომ მოულოდნელია და..."

„ლუ, ყველაფერი კარგადაა." ჰარიმ დაარწმუნა. ლუიმ შვებით ამოისუნთქა. იცოდა, რომ როცა ჰარი 'ლუს' ეძახდა, ყველაფერი კარგად იყო.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now