თავი 15

1.7K 93 31
                                    

ლუი ნელ-ნელა ჭკუიდან გადადიოდა, მართლა გადადიოდა.

თითქმის ორი კვირა იყო გასული, რაც დასჯილი იყო და უკვე გამოეტოვა ერთი წვეულება ნაილთან. მეორე დღეს კიდევ რაღაც წვეულება იყო, მაგრამ ორი კვირის ვადიდან 3 დღე კიდევ იყო დარჩენილი და ვერ წავიდოდა.

მშობლებს მისი დები მიჰყავდათ იმ საღამოს თეატრში, ასე რომ ლუის შეეძლო ნაილის წვეულებისთვის გაპარულიყო, მაგრამ გარისკვა არ უნდოდა. ღმერთმა იცოდა, რა მოხდებოდა, მშობლებს რომ გაეგოთ.

ლუიმ ნაილს უთხრა, რომ ცუდად გრძნობდა თავს. ვერ ეტყოდა, რომ სინამდვილეში მშობლებმა აუკრძალეს წასვლა.

და ასე, კიდევ ერთხელ მარტო იყო თავის ოთახში შაბათ საღამოს. ეს იმას ნიშნავდა, რომ სადილი თავად უნდა გაეკეთებინა, რადგან მოსამსახურეები უკვე წასულიყვნენ.

იცოდა, რომ შეიშლებოდა, თუ რამეს არ იზამდა. შემდეგ რაღაც იდეამ დაარტყა. იქნებ ჰარი დაეპატიჟა? თუ არა? ხო, არა. თან ალბათ ისიც წვეულებაზე იქნებოდა.

საათს შეხედა, წვეულება ნახევარი საათის დაწყებული იყო. ამოიოხრა, მაგიდათან დაჯდა და ლეპტოპი გახსნა. იმ წამს იმაზე მეტად ვერ იტანდა მშობლებს, ვიდრე ეს ოდესმე უგრძვნია.

...

ჰარი წვეულებაზე 20 წუთის წინ მივიდა და ერთადერთი რაც გააკეთა, ლუის ძებნა იყო. შემდეგ 10 წუთში მისი ტუჩები თუ ლუის მზისფერ კანზე არ იქნებოდა, ალბათ გაგიდებოდა.

გარკვეული მიზეზების გამო, ლუი თითქმის ორი კვირა არ ენახა და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. და ის ფაქტი, რომ მასზე ფიქრობდა, ლუისთან ლაპარაკი და საერთოდ მისი ნახვა უნდოდა, აშინებდა.

ბოლოს ბარბარა იპოვა, რომელიც ზეინთან ერთად სვამდა სამზარეულოში, იქვე ლიამი იდგა. მათ უყურებდა და იცინოდა.

„ლუი სადაა?"

ბარბარამ მხრები აიჩეჩა. „თავის თავს აღარ გავს ბოლო ორი კვირაა. მგონი, მშობლებთან იჩხუბა."

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now