თავი 16

1.8K 98 40
                                    

 ლუი ჰარისგან თავს ირიდებდა მთელი კვირა. ნუ, ირიდებდა კი არა, უბრალოდ აღარ უნახავს.

იმის შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ჰარი უყვარდა, ძალიან შეშინებული იყო, რადგან არ უნდა შეჰყვარებოდა ბიჭი (განსაკუთრებით, როცა შეყვარებული ჰყავდა, რომელიც ცოლად უნდა მოეყვანა.

ვინმე სჭირდებოდა, ვისაც დაელაპარაკებოდა. ლიამი ზედმეტად დაკავებული იყო ზეინთან (თითქმის უკვე დაქორწინებულებიც იყვნენ), ჯეიდი სკოლაში არ დადიოდა ბოლო დღეები, პერის კი თავად ჰქონდა პრობლემები. ელეანორი რა თქმა უნდა გამოირიცხა და ბარბარა...ბარბარა.

ლუიმ იცოდა, რომ სკოლაში არ ღირდა ლაპარაკი, რომ ვინმეს არ გაეგო. ამიტომ შემდეგ გადაწყვიტა დალაპარაკება.

კიდევ ერთი რამ რაც გააანალიზა მათემატიკის გაკვეთილის დროს ის იყო, რომ ძალიან უნდოდა ელეანორთან დაშორება. მათი ურთიერთობა უკვე დამთავრებული იყო და მხოლოდ მხრებზე ეწვა. ჰარისთანაც არ უნდოდა ურთიერთობა (იცოდა, რომ ჰარის არ მოუნდებოდა). ერთადერთი ის იცოდა, რომ ჰარი უნდოდა. თავის ყველაფრიანად.

სკოლის დრო ამაზე ნელა ვერ გავიდოდა. ელეანორს დამშვიდობებისას აკოცა და როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად წავიდა, ბარბარას მოსაძებნად გაემართა.

ლუიმ ის გზაჯვარედინთან დაინახა, აჩქარდა, რომ დასწეოდა.

„ჰეი!" მიესალმა და მის ხაზში ჩადგა.

„ჰეი, ლუი, რა ხდება?" გაუღიმა ბარბარამაც.

„რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. რაღაც სერიოზულზე."

„უნდა მოიცადო, რადგან ჯერ ნაილს უნდა დავემშვიდობო."

„არ მოდის?"

„კიდევ ერთი გაკვეთილი აქვს."

„აა, კარგი."

სკოლამდე გაჰყვა. კედელთან რამდენიმე მოსწავლე ეწეოდა.

ზეინი და ნაილიც იქ იყვნენ, როგორც ჩანს სერიოზული დისკუსია გაემართათ. ბარბარამ ლოყაზე აკოცა მისალმების ნიშნად, რაზეც მათ ლაპარაკი შეწყვიტეს და ლუის შეხედეს.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now