თავი 13

1.7K 92 28
                                    

 შემდეგი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა. ლუის ორი ტესტი ჰქონდა და მშობლებმა წვეულებაზე წაიყვანეს. ამიტომ, აღარ იყო საჭირო იმის თქმა, რომ 2015 წლის სკოლის მეორე კვირა ლუისთვის საოცრად ქაოსური იყო.

ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ბარბარასთან წასულიყო, რომ ეკონომიკაში პრეზენტაცია გაეკეთებინათ. მათ უნდა აერჩიათ რომელიმე წარმატებული კომპანია და უნდა დაეწერათ მათი სრული ისტორია. ადვილი საქმე იყო, თან ლუის ძალიან უყვარდა ბარბარასთან მისვლა, რადგან მისი მშობლები სახლში იშვიათად იყვნენ და ხელს არავინ შეუშლიდათ, ბარბარას პატარა ძმა, ლუკიც კი.

ლუი ბარბარას გაჰყვა ნაილის სკოლაში, რომ დალაპარაკებოდა და დასამშვიდობებლად ეკოცნა. ეს პროცესი ერთდროულად საყვარელიც იყო და ამაზრზენიც.

ლუიმ ბარბარას უთხრა, რომ ავტობუსის გაჩერებაზე დაელოდებოდა, რადგან ხელი არ შეეშალა ერთმანეთის სახეების წოვაში. სინამდვილეში კი, ჰარის უყურებდა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული და ნაილთან ერთად ეწეოდა. უცებ იგრძნო, რომ მოსასხამზე ვიღაც ექაჩებოდა.

პატარა ბიჭი იყო ჭუჭყიანი ტანსაცმლით, უსახლკაროს ჰგავდა.

„შეგიძლია ცოტა ფული მომცე?"

„არა. წადი." ჩაიბუტბუტა ლუიმ და გაშორდა. ვერ იტანდა მათხოვრებს.

უყურებდა, როგორ გადაჭრა სკოლის ეზო ბიჭმა და ჰარის, ნაილს და ბარბარას მიუახლოვდა.

გართობა ახლა იწყებოდა.

პირი დააღო, როცა დაინახა, რომ ბიჭმა ჰარის ხელი გაუწოდა, ჰარიმ კი ჯიბეებში რაღაცის ძებნა დაიწყო და ბოლოს ხელში ხურდა ჩაუდო.

ბიჭმა გაუღიმა და მადლობა გადაუხადა შემდეგ კი დიდი ღიმილით გაიქცა.

ლუი მიწას აშტერდებოდა, სანამ ბარბარა არ მიუახლოვდა. ცოტა სრცხვენოდა, რომ ბიჭს ეუხეშა.

ბარბარამ სახლში ახალი პორშეთი წაიყვანა, რომელიც შობას მიეღო. მათ კლასსში საშობაოდ ყველას მანქანები აჩუქეს. ლიამს და ჯეიდს ორივეს ბუგატი, პერის კი მასერატი. თუმცა ლუის ყველაზე მეტად მაინც თავისი ლამბორჯინი მოსწონდა და ისიც იცოდა, რომ მათში ყველაზე ძვირი სწორედ თავისი იყო.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now