თავი 12

1.7K 92 19
                                    

 "აბა, რა ქენი ახალ წელს?"

ლუიმ ელეანორს ახედა და მოულოდნელად იგრძნო, რომ გულის ცემა აუჩქარდა. არდადეგების მერე სკოლის პირველი დღე იყო და კაფეტერიაში იყვნენ ლანჩისთვის.

„ამ...ვაპირებდი...მინდოდა ლიამთან წასვლა, მაგრამ ბოლო წუთს ჩაიშალა."

„ლიამთან?" ჰკითხა ელეანორმა, არ დაიჯერა ლუის ნათქვამი. უცებ ლუის უკან ვიღაცას შეხედა და ხმამაღლა ჰკითხა:

„რატომ არ ვიყავი შენ ახალი წლის წვეულებაზე დაპატიჟებული, ლიამ?"

ლუიმ სუნთქვა შეიკავა და ლიამს გახედა, რომელიც მაგიდასთან ბარბარას გვერდით დაჯდა.

„ამ...." დაიწყო ბურტყუნი ლიამმა და დაბნეული მზერით გახედა ლუის.

„არც მე არ დამპატიჟე, ხო?" წამოხტა ბარბარა მათ დასახმარებლად და ელეანორს მიუბრუნდა. „სამაგიეროდ ნაილი დაპატიჟა. მგონი მარტო ბიჭები იყვნენ."

„ხო! ხო...მაგას ვაპირებდით." თქვა ლიამმა, რაზეც ლუიმ მადლიერი მზერით შეხედა. ლიამმა თავი დააქნია და გაეღიმა.

როგორც ჩანს ელეანორმა დაიჯერა და იმის მოყოლა დაიწყო, თავად როგორ გაატარა ახალი წლის დღეები. უცნაური იყო, მაგრამ ლუის აღარ შეეძლო მისი ხმის ატანა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღალატობდა.

ლუისთვის ღალატი არანაირად არ იყო მისაღები...მაგრამ ჰარი სხვა საქმე იყო, თან ის ელეანორზე ბევრად საინტერესო იყო. მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ელეანორს დაშორდებოდა, მაჰრამ ასე რომ მოქცეულიყო, მშობლები მოკლავდნენ. უკვე დაუგეგმეს მომავალი. ოქსფორდში უნდა ესწავლა ელეანორთან ერთად. სწავლას რომ მორჩებოდა, მამამისის ბიზნესი უნდა გადაებარებინა და ელეანორი მოეყვანა ცოლად. უკვე მიჩვეული იყო ამაზე ფიქრს, მაგრამ ბოლო დროს ელეანორთან დაშორებაზე ოცნებობდა. ჰარისთან ყოფნაზე არ ფიქრობდა, რადგან ის ღარიბი იყო, თან ბიჭი. ამიტომ ერთადერთი რაც ლუის უნდოდა, თავისუფლება იყო.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now