თავი 10

1.8K 97 12
                                    

ლუის ცოტა არ იყოს ეშინოდა წვეულების, რომელიც უკვე 4 საათში დაიწყებოდა. ორი დღე უზარმაზარ სახლში მარტო იყო და ყველაფერი დაგეგმა. მაღაზიაშიც იყო პროდუქტების საყიდლად.

200 კილოგრამი ჩიპსი იყიდა, ალკოჰოლიც (ეამაყებოდა, რომ თავად შეეძლო ალკოჰოლის ყიდვა) და სხვა ბევრი სასუსნავი. ცოტა გაუჭირდა ამ ყველაფრის სახლში მოტანა, მაგრამ მაინც მოახერხა.

სასტუმრო ოთახი და სამზარეულო საჭმლითა და სასმელებით იყო სავსე, როგორც ნაილის წვეულებაზე ჰქონდა ნანახი. მუსიკაზე არ ნერვიულობდა, რადგან ნაილს მოჰქონდა ფლეშკით „წვეულების მუსიკა" და იმას შეაერთებდნენ გამაძლიერებლებთან.

ლუი აღფრთოვანებულიც იყო და ამავდროულად ნერვიულობდა კიდეც, მადლობა ღმერთს, ნაილმა მოიფიქრა, რომ ერთი საათით ადრე მისულიყვნენ. თორემ ლუი ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა, მისი მეგობრები (ახლა უკვე ოფიციალურად შეეძლო მეგობრები დაეძახა) სხვებზე ადრე რომ არ მისულიყვნენ.

თეთრი და ლურჯ ზოლებიან მაისური ეცვა, ახალი ლურჯი ვიწრო ჯინსი და თეთრი კონვერსები.

„ტომო, უნდა დამშვიდდე, ყველას მოეწონება შენი წვეულება." დაამშვიდა ნაილმა და ზურგზე დაუტყაპუნა ხელი.

„ხო, მაგრამ სახლი რომ დააბინძურონ?"

„მეწყინა, რომ ესე ცუდად ფიქრობ ჩემს მეგობრებზე."

ლუიმ ჰარის გახედა, რომელიც უკვე ლუდს სვამდა. თეთრი ნირვანას მაისური, ლურჯი ვიწრო ჯინსი და შავი ვანსები ეცვა. ასევე, როგორც ყოველთვის, წვრილ წელზე შემოხვეული ჰქონდა ჟაკეტი.

„დალევ?" ჰკითხა ჰარიმ, ლუის მიუახლოვდა და მხრებზე ხელი გადახვია.

ლუიმ ოთახში მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ აკვირდებოდა. ნაილი და ბარბარა მუსიკის საქმით იყვნენ დაკავებული, ლიამი და ზეინი კი პერის და ჯეიდს ელაპარაკებოდნენ.

„ამ...არა, მადლობა. არ მინდა, რომ ამაღამ ლუდისგან ღიპი დამედოს." უთხრა ლუიმ.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now