თავი 8 (III ნაწილი)

1.2K 94 2
                                    

ლუის არ ახსოვდა ვისი იდეა იყო, მაგრამ ერთი საათის შემდეგ დაახლოებით 20 კაცისგან გაკეთებულ წრეში იდგა, აუზის გვერდით. იქვე არაყის 2 ბოთლი იდო და თამაშობდნენ თამაშს „მე არასდროს" (Never Have I Ever)

დაბნეული იყო, არ იცოდა რა თამაში იყო. უბრალოდ ზეინმა ლიამი მოიყვანა, თვითონ კი ლიამს გამოჰყვა. ელეანორი, ნაილი, ბარბარა, ჯეიდი, პერი და ჰარიც თამაშობდნენ და ლუი ცოტა არ იყოს, შეშინებული იყო, რადგან თამაში როგორც ჩანს ალკოჰოლსაც მოიცავდა.

„იმათთვის, ვისაც არასდროს უთამაშია." დაიწყო ნაილმა და ლუის სკოლელ ბავშვებს შეხედა. „ყველა იტყვის რაღაცას, რაც გაუკეთებია, მაგალითად მე არასდროს ჩამძინებია სახურავზე და მათ, ვისაც ეს გაუკეთებიათ, უნდა დალიონ. მაშინ მორჩება, როცა ორივე ბოთლი დაიცლება და წაგებული იმას გააკეთებს, რასაც გამარჯვებული ეტყვის."

ლუიმ გაიფიქრა, რომ არ მოეწონებოდა ეს თამაში.

ნაილმა დაიწყო თამაში და თქვა, რომ ნარკოტიკი არასდროს გაუკეთებია და რა თქმა უნდა, ყველას მოუწია დაელია. ნახევარი საათის შემდეგ, ლუიმ გაარკვია, რომ მხოლოდ მას, ელეანორს და ლიამს არ ჰქონოდათ სექსი. როგორც ჩანს, თავის კლასელებზე შეცდა, წმინდანები არ აღმოჩნდნენ.

ლუიმ იგრძნო, რომ აგებდა და იმ ფაქტმა, რომ ჰარი იცინოდა და თავს აქნევდა (გამარჯვებული ხდებოდა) კიდევ უარესად გაანერვიულა.

„მე არასდროს მიღალატია, ან ვინმესთვის შემიწყვია ხელი, რომ ეღალატა.: თქვა ელეანორმა და ლუიმ თითქმის, თითქმის დალია, თუმცა ბარბარამ სასწრაფოდ გაჰკრა იდაყვი.

ჰარიმ და ჯეიდმა გადაჰკრეს, პერი კისერს იფხანდა. ლუიმ მუცელზე დაიხედა და შორტი მარლა აიწია, რომ დაემალა.

თამაში 20 წუთის შემდეგ დამთავრდა და არც თუ გასაკვირად, ჰარიმ მოიგო. იგი ლუის უღიმოდა და ფიქრობდა, რა გაეკეთებინებინა.

„აუზს შემოუარე....შიშველმა."

„არ არსებობს!" წამოიყვირა ლუიმ და თავი გააქნია, გრძნობდა, როგორ გაწითლდა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now