თავი 11

1.8K 92 11
                                    

 „ლუი?!" დაუძახა დედამ ქვემოდან.

„რა იყო?" გასძახა ლუიმ. სერიალს უყურებდა და ყველაზე ნაკლებად ახლა საწოლიდან ადგომა უნდოდა.

მაგრამ ეს მაინც მოუწია, როცა დედამ არ უპასუხა. ვერ იტანდა, როცა მშობლები ეძახდნენ და უნდა ჩასულიყო, რომ გაეგო რა უნდოდათ.

„რა ხდება?" იკითხა, სცადა არ დასტყობოდა გაღიზიანება.

„ეს რა ლაქაა?" ჰკითხა დედამ და მიანიშნა თეთრ დივანზე დამჩნეულ მოყავისფრო ლაქაზე.

ჯანდაბა

ეს ლაქა წვეულებიდან იყო შემორჩენილი, როცა ნაილს შემთხვევით ლუი დაესხა.

„ამმ...შამპანიურს ვსვამდი და შემთხვევით დამექცა."

„მოახლისთვის უნდა გეთხოვა, რომ გაეწმინდა."

„ბოდიში."

„არაუშავს."

„ნიუ იორკში დრო კარგად გაატარეთ?" ჰკითხა ლუიმ, სხვა თემაზე სცადა ლაპარაკის გადატანა.

დედამ თავი დაუქნია. ეს ესაა სახლში მოსულიყვნენ და უკვე იპოვა რაღაც, რასაც შეიძლებოდა ლუი გაემჟღავნებინა.

„ელეანორმა დაგვირეკა, მოგვიკითხა. დაუკვირდა, რომ ჩვენთან არ იყავი."

„რა..შენ რა უთხარი?" ჰკითხა ლუიმ.

„ვუთხარი, რომ სახლში დარჩი. ლიამის წვეულებაზე არ იყო დაპატიჟებული?"

„ამმ...სინამდვილეში წვეულება გაუქმდა და სახლში ვიყავი."

„აა, კარგი. დავალება დაამთავრე?"

ლუიმ თავი დაუქნია, დამშვიდდა, რომ ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს. იცოდა, რომ დაიბნეოდა და რამეს არასწორად იტყოდა.

ლუიმ მთელი დღე ოთახში გაატარა, კითხულობდა და ნეტფლიქსს უყურებდა. შემდეგ ესეც მობეზრდა და ამოიოხრა. გარეთ გასვლა უნდოდა, გართობა. მაგრამ ამას ვერ იზამდა, მშობლები არ გაუშვებდნენ, თან არ იცოდა ვისთან ერთად წასულიყო.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now