თავი 5

1.6K 99 24
                                    

იმ პარასკევს, ლუიმ რომ გაიღვიძა, არ იცოდა, ეს მართლა მოხდა თუ არა. ერთადერთი რაც იცოდა, ის იყო, რომ მისი ბამბის პიჟამა მოუხერხებლად ჰქონდა.

ამოიოხრა, როცა შარვალი ჩაიწია და ამდენი სპერმა დაინახა. ამის გამო ტირილი უნდოდა.

და იმ ფაქტს, რომ ოცნებობდა, ჰარის მისთვის ეკოცნა ამასთან კავშირი არ ჰქონდა, ხო? ნელ-ნელა ჭკუიდან იშლებოდა. 15 წუთში უკვე ქვემოთ უნდა ჩასულიყო საუზმისთვის.

ახლა არაა გეი გაგიჟების დრო.

მაგრამ გეი რა შუაშია?

ღმერთო, ახლა ჯოჯოხეთში მივდივარ.

ეს ყველაფერი ჰარის ბრალია.

ლუიმ თავის თავთან პირობა დადო, რომ ჰარის აღარადროს დაელაპარაკებოდა, მის შემდეგ, რაც ქურთუკს დაუბრუნებდა. უსამართლობა კი იყო, რომ იმ ქურთუკს ასეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა.

ქურთუკი ზურგჩანთაში ჩაიტენა, თმა გაისწორა და სამზარეულოში ჩავიდა.

ვერ კონცენტირა, რაც მის გარშემო ხდებოდა იმაზე და ვერც კი შენიშნა, დედამისმა ერთი და იგივე კითხვა ორჯერ რომ დაუსვა.

„ბოდიში, რა?"

„შენ და ელეანორს 5 წელი გისრულდებათ შემდეგ პარასკევს. არაფერ განსაკუთრებულს არ უმზადებ?"

„უჰ...არ ვიცი. რამე იდეები ხო არ გაქვს?"

„შარშან შაბათ-კვირას პარიზში წახვედით, ეხლა იქნებ რომში წაიყვანო, ან ბერლინში?"

თუმცა, ლუის ელეანორთან ერთად არსად არ უნდოდა წელს წასვლა. უბრალოდ სახლში დარჩენა და მეგობრების დაპატიჟება, როგორც სამი წლისთავზე გააკეთეს.

„მე წვეულებას ვფიქრობ. სკოლის მეგობრებთან ერთად."

„წვეულება?"

ლუიმ თავი დაუქნია, აინტერესებდა დააპატიჟებინებდნენ თუ არა ზეინს და ნაილს. ჰარი ვერ იქნებოდა დაპატიჟებული, დაბლოკილიც კი იყო სახლიდან. ღმერთმა იცის, რას გატეხავდა ან მოიპარავდა, ფეხი რომ დაედგა ლუის სახლში.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now