თავი 4

1.7K 106 22
                                    

 „ხოდა, მგონი ზეინი მომწონს."

ლუი ლიამს დააშტერდა, არც ისე გაოცებული. სამშაბათი იყო და ბუფეტში ლანჩზე იყვნენ შესულები. ელეანორი და ბარბარა საპირფარეშოში იყვნენ გასულები, რადგან ელეანორს პერიოდი დაეწყო.

ზუსტად 10 დღე გასულიყო წვეულების მერე და ლუის იმის მერე ზეინი, ჰარი და ნაილი არ უნახავს. იმას თუ არ ჩავთვლით, როცა მძღოლის ლოდინის დროს ხედავდა კედელზე მიყუდებულებს, მოწევისა და სიცილის პროცესში.

„ამ ბოლო დროს ელაპარაკე?" ჰკითხა ლუიმ.

„აჰ, არა. ნუ წინა ხუთშაბათს, როცა მძღოლს ველოდებოდი, უბრალოდ მკითხა, ხო არ მინდოდა სადმე ერთად წავსულიყავით."

„სად?"

„უბრალოდ „სადმეო". რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, რადგან სახლში უნდა წავსულიყავი, თან არც ვიცოდი რაზე უნდა მელაპარაკა მასთან."

„მისი ნომერი გაქვს?"

„არა, თვითონ არ უკითხავს და მეც ვერ შევთავაზე."

„ბოლოს და ბოლოს, კოცნის გარდა რამე ქენით?"

ლიამმა თავი გაიქნია, რამაც ლუი გაახარა. რადგან ლიამს რომ კოცნის მეტი რამე ექნა, ლუიზე გამოცდილი იქნებოდა. ლუის კი თავად უნდოდა საუკეთესო ყოფილიყო ყველაფერში.

„მაგრამ ელეანორს არ უთხრა, კარგი? არ მინდა, ჩემმა მშობლებმა ან სხვა ვინმემ გაიგოს რამე."

„რა თქმა უნდა, არ ვეტყვი."

ლაპარაკის შეწყვეტა მოუწიათ, როცა გოგოები ღიმილით დაბრუნდნენ. საუბარი კრიკეტის თამაშზე გადაიტანეს, რაც შაბათს იმართებოდა. ლუი დიდად არ იყო სპორტით გატაცებული, რადგან სპორტით დაკავება ოფლიანობას ნიშნავდა, მას კი ეს არ უნდოდა.

შეიძლება იმიტომ, რომ ღიპი და სქელი საჯდომი მაქვს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ლიამი, ბარბარა და ლუი ზამთრის წვეულების ბილეთების საყიდლად წავიდნენ, რომელიც ერთ თვეში გაიმართებოდა „დორჩესტერში", მთელი ინგლისის თუ არა, დონკასტერის ყველაზე ძვირ სასტუმროში. ყველა მოსწავლე ყიდულობდა ადგილს თავისთვისა და მეწყვილესთვის. ჩვეულებრივ, ბილეთებს ბიჭები ყიდულობდნენ, გოგოების ყურადღების საგანს კი ლამაზად ჩაცმა წარმოადგენდა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now