თავი 14

1.7K 95 24
                                    

ჰარი წყალთან ბალახზე იჯდა და ეწეოდა, როცა ლუი მიუახლოვდა. ლუი იყინებოდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა და უკან სახლში არ შევიდოდა. უნდოდა, რომ ჰარის გაეთბო.

ლუი მის გვერდით დაჯდა და რამდენიმე წუთი არაფერი უთქვამს, უბრალოდ წყალს უყურებდა.

„იყინები." უთხრა ჰარიმ. ლუიმ შეხედა.

„მხოლოდ ცოტათი."

„დამიჭირე ეს."

ლუიმ სიგარეტი დაიჭირა და დაინახა, როგორ გაიხადა ჰარიმ თავისი ჯინსის ქურთუკი და მას მისცა.

„აიღე."

„დარწმუნებული ხარ?"

„კი."

ჰარი სიგარეტს მიუბრუნდა, ლუიმ კი ქურთუკი ჩაიცვა და ყელამდე შეიკრა. მუხლები მკერდთან მიიტანა და ჰარის დააკვირდა.

„აბა, რამე განსხვავებას გრძნობ, ოცის რომ ხარ?" სცადა ლაპარაკის დაწყება.

„ყველაფერი ძველებურად დამპლურადაა, უბრალოდ მე მაქვს სხვა ასაკი."

„მე უბრალოდ...რატომ არ ფიქრობ, რომ შენი დაბადების დღე მნიშვნელოვანი თარიღია? ბედნიერი უნდა იყო."

„ბედნიერი, რომ 20 წლის წინ მოძალადეების ოჯახში დავიბადე, სადაც ყურადღებას არავინ მაქცევდა? გინდა იცოდე, რატომ მკიდია დაბადების დღეები?"

ლუიმ თავი დაუქნია, თუმცა ყოყმანით.

„როცა პატარა ვიყავი, მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. დედაჩემი ნამცხვარს აცხობდა, ყოველ წელს უფრო და უფრო დიდს. მაგრამ როცა ათის გავხდი, დედაჩემი სახლში არ იყო. ვიფიქრე, რომ მამაჩემთან აღმენიშნა. ქვემოთ ჩავედი, გახარებული ვიყავი, რომ ათის გავხდი. მამას ვუთხარი, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და ათის გავხდი. კიდევ მახსოვს ის სახის გამომეტყველება, როცა მან მხრები აიჩეჩა და მითხრა 'და რა'. სისულელეა....მაგრამ ყოველ ჩემ დაბადების დღეზე ის გამომეტყველება მახსენდება."

წამით გაჩერდა და კვლავ გააგრძელა.

„შემდეგ ჩემი მეთერთმეტე დაბადების დღე ორივეს დაავიწყდა, მეთორმეტე დაბატებისდ დღეზე, მამაჩემმა მითხრა, რომ ჩემ ყოლას არც აპირებდნენ. მხოლოდ ჩემი უფროსი და უნდოდათ, მე კი შემთხვევით გავჩნდი. ალბათ ხუმრობდა, მაგრამ ეს ამბავი თავში გამეჭედა. ამის შემდეგ ჩამი დაბადების დღე აღარ აღუნიშნავთ, არც ნამცხვარი მქონია და უბრალოდ არც კი მოულოცავთ. ამიტომ, ხო, არ ვფიქრობ, რომ რამე მნიშვნელოვანი დღეა."

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now