3 თავი

1K 80 46
                                    

რა არის სიყვარული? თუ ამას იკითხავთ გეტყვიან, რომ იგი ყველაზე მშვენიერი გრძნობაა იმ გრძნობათა შორის რასაც კი ოდესმე უარსებია. რომ სიყვარული გაბედნიერებს, შენს სულს ავსებს, გულს ახარებს. გეტყვიან რომ სიყვარული გაქცევს ადამიანად, პიროვნებად, რომ ცოდვაა ადამიანი ვისაც არ ჰყვარებია. ამას გეტყვიან ისინი... ყველანი... სხვები. აი თუკი მე მკითხავთ, სიყვარული მხოლოდ გაბრმავებს, სულელურ მდგომარეობაში გაყენებს მთელს გარე სამყაროსთან. რით არის კარგი სიყვარული თუკი მას მხოლოდ უსასრულო ტკივილი მოაქვს? თუკი სულს გაცლის და გულს ათას ნაწილად გიტეხს? თუკი შენს პიროვნებას კლავს? რატომ უნდა შეიყვარო თუკი ეს საბოლოოდ თავადვე გაგანადგურებს? თუმცა კიმ ჯისუს ეს პრობლემა აღარასდროს შეაწუხებს რადგან ის მკვდარია. მკვდრები კი ვეღარაფერს გრძნობენ. მათ არც სიყვარულის უნარი გააჩნიათ და არც სიძულვილის.....

............

- ბატონო პარკ, თქვენთან ქალბატონი ჰაე რინია - აცნობა მდივანმა ხნიერ მამაკაცს.
- უთხარი შემოვიდეს....
რამდენიმე წუთში მამის კაბინეტში თავდახრილმა ქალმა შემოაბიჯა...
- დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს შვილო... - წყნარად დაიწყო კაცმა- უფრო ზუსტად 17 წელია. მას შემდეგ რაც იმ ხელმოცარულთან ერთად გაიქეცი, თავს პოლიციელს რომ უწოდებს. ახლა რამ გადაგაწყვეტინა მამის მონახულება??
- ჯისუ ძალიან ცუდადაა - გაუბედავად დაიწყო ჰაე რინმა და შეამჩნია როგორ დაეძაბა მამამისს სხეული შვილიშვილის ხსენებისას. კარგად იცოდა ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ და პარკს გოგონა ძალიან უყვარდა.
- რა სჭირს ჩემს შვილიშვილს? - ჰაერინმა მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება..
- ახლა ღრმა დეპრესია აქვს, არაფერს იმჩნევს და გვაჩვენოს რომ არ ღელავს მაგრამ მე დედამისი ვარ, ვიცი როდის არის ცუდად. ვერ ვიგენ როგორ დავეხმარო. მას შენ ძალიან უყვარხარ იქნებ....
- აი რატომ გეუბნებოდი რომ მას არ უნდა გაჰყოლოდი ცოლად. იმ კაცმა.. ვერც შენზე იზრუნა და ვერც საკუთარ შვილს გაუწია სათანადო მამობა...
- მამა...
- ჯისუს მე წამოვიყვან. ჩემთან იცხოვრებს. ამას ისედაც ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა ჯერ სრულწლოვანი გამხდარიყო. ახლა ფაქტია რომ ამის დრო არ გვაქვს. სანამ ბოლომდე გატყდება მანამ უნდა ვუმკურნალო მის ჭრილობებს. მასზე მე ავიღებ პასუხისმგებლობას.
- მაგრამ, მამა ეს ჯი ჰიოს არ მოეწონება..
- შენი ძმა იმას იზამს რასაც მე ვიტყვი. ჩემი მემკვიდრე ჯისუა და ამას უნდა შეეგუონ. რაც მალე მით უკეთესი... აღარ შემეკამათო, ხვალ საღამოს მძღოლს გამოვგზავნი ჩემი შვილიშვილისთვის.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now