4 თავი

983 81 71
                                    

9 წლის შემდეგ... ახლანდელი დრო... სეული

თეჰიონი თითქმის ჩაბნელებულ ოთახში, თავის სავარძელში მოკალათებული კუბურ სიგარას აბოლებს. კარისკენ ზურგშექცევით მჯდომი ღამის სეულის სიმშვიდით ტკბება, მისი ფიქრები საშინლად არეულია. გონება გადაღლილი.... იმდენადაა ამ სამყაროს მოწყვეტილი რომ ვერც ამჩნევს როგორ შემოდის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი და მისკენ მიემართება....

- ყოველთვის როცა ამ მდგომარეობაში გხედავ ძალიან მინდა გავიგო რა გიტრიალებს თავში, ან რაზე ფიქრობ. - ჰარა ფრთხილი მოძრაობით მოთავსდა ბიჭის კალთაში და ხელები კისერზე მოხვია – ასე რა გაწუხებს თეჰიონ??

- ამის ცოდნა არ გჭრდება, ახლა კი გთხოვ მარტო დამტოვე დღეს არაფრის ხასიათზე არ ვარ. - ცივად გაისმა კიმის ხმა.

- შეიძლება გიჟად ჩამთვალო მაგრამ 5 წლია ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში წლის ამ დროს ერთი და იგივე მეორდება, შენს თავში იკეტები. და ხასიათი იმაზე უარეს გიხდება ვიდრე გაქვს. კარგად რომ არ გიცნობდე და არ ვიცოდე როგორი სასტიკია შენი ბუნება ვიფიქრებდი რომ შეყვარებული ხარ.

- აღარ გააგრძელო, თუკი არ გინდა რომ ამ ჩემი ხასითის მსხვერპლი გახდე უბრალოდ მარტო დამტოვე..

- კარგი, როგორც გინდა. ხვალ იერი მოვა მითხრა რომ ერთ საქმეში შენი დახმარება და ამით შენც კმაყოფილი დარჩები . - მძიმედ ამოიოხრა ჰარამ და უსიტყვოდ დატოვა ოთახი როცა თეჰიონისგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

- 9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც უკანასკნელად გნახე.... დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა..... - ბიჭის ბაგეებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი გაკრთა, ეს სიტყვები კი სიგარის კვამლთან ერთად უკუნს შეერწყა..

...................

- პატარავ თვალები დახუჭე, შენთვის სიურპრიზი მაქვს – ჩუმად ამოიჩურჩულა ჯონგუკმა და ჯისუს უკნიდან მოეხვია.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now