9 თავი

910 73 29
                                    

რაც მეტად ვცადე ამომეგლიჯე გულიდან შენმა სიყვარულმა უფრო ღრმად გაიდგა ფესვები ჩემში. ხოლო როცა საბოლოოდ შევძელი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, შენ მოხვედი და მთელი ჩემი სიმწრით ნაკოწიწები სიმშვიდე ერთი მსუბუქი მზერით გააქრე.


ჯისუ დამბლადაცემული ვერ იაზრებდა მოსმენილს. ვერ იჯერებდა რომ  წინ მდგომი პიროვნება, რომელსაც ადამიანს ძნელად უწოდებით ბედავდა ასეთი რამ ეთქვა მისთვის.  გოგონა ჯერ კიდევ მოსმენილს აანალიზებდა, როცა თეჰიონი რამდენიმე ფართო ნაბიჯით მასთან გაჩნდა. პატარა სხეული სავარძლიდან წამოაყენა და ახლოს მიიკრა. მათი სახეები ერთმანეთთან რამდენიმე მილიმეტრითღა იყვნენ დაშორებულები. ბიჭის ცხელი სუნთქვა სულს უგუბებდა გოგონას, გონებას უფანტავდა. საღად აზროვნების უნარს ართმევდა. სძულდა ამის აღიარება მაგრამ მხოლოდ ამ მკლავებში გრძნობდა რომ ისევ ცოცხალი იყო.

- აიშ, კიმ თეჰიონ რის უფლებას აძლევ თავს, ეს რა თამაშია? - წამოიყვირა განრისხებულმა და ბიჭს საიმედო მანძილზე მოშორდა.

- მე არაფერს ვთამაშობ, რაც მინდა უკვე გითხარი. შენ ჩემი ხარ!!! - კბილებში ამოიღრინა კიმმა და ისევ გოგონასკენ მიიწია. - აქციები გინდა? მე ჩემი გოგო მინდა ასე რომ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ. - ბინძურად ჩაიცინა თეჰიონმა თან ჯისუს ლოყას ფრთხილად შეეხო.

- ჩემსა და შენს შორის ყველაფერი მაშინ დამთავრდა როცა უკანასკნელი ნაგავივით მომექეცი, იცოდი რომ ეს მხოლოდ თამაში იყო და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ დაანგრიე. ყველაფერი რაც შენთან მაკავშირებდა ჩემს შვილთან ერთად მოკვდა ცხრა წლის წინ. მე ყველაფერი იმ დღეს დავასამარე, ყველა ჩვენი საერთო მოგონება. - გაცოფებულმა მიაყარა გოგონამ და შენიშნა როგორ წაეშალა სახე თეჰიონს

- რ..რა თქვი? შენ შვილი ახსენე, რა ჯანდაბას ამბობ?? - უსიცოცხლოდ გაიჟღერა ბიჭის ხმამ და ჯისუმ წამით ინანა კიდეც რომ საერთოდ შეეხო ამ საკითხს თუმცა უკან დახევა გვიანი იყო – მიპასუხე ამის დედაც – დაიღრიალა თეჰიონმა

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now