19 თავი

671 59 34
                                    

ღამის  ცივი ქარი  უსიამოვნო ნაკვალევს ტოვებს ჯეონის უზადო ნაკვთებზე.  იერის ლოდინში უკვე მოასწრო მილიონი რამის განხილვა საკუთარ თავში და შეუძლია თამამად თქვას გული კარგს ნამდვილად არ უგრძნობს. ბოლო მოვლენების გამო დაძაბული ამ შეხვედრისგანაც რაღაც ცუდს ელოდება
- მაპატიე, დიდხანს მოგიხდა ლოდინი? - სიბნელიდან გამოიკვეთა ქალის სილუეტი და რამდენიმე წამში ბიჭის წინ იერი გაჩნდა
- არაფერია, მაგრამ სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ - უემოციოდ წარმოთქვა ჯონგუკმა
- რახან ასეა, კი ბატონო, ალბათ მიხვდებოდი რომ აქ ჯისუს გამო ვართ, უფრო სწორად შენი და ჯისუს ურთიერთობის გადასარჩენად - მოჩვენებითი მწუხარებით დაიწყო იერიმ და მაშინვე იგრძნო როგორ დაიძაბა მამაკაცი, გულში ჩაეცინა რადგან მიხვდა, თევზი სატყუარას მარტივად წამოეგო
- რას გულისხმობ, არ ვფიქრობ რომ ჩვენს ურთიერთობას რამე სჭირს ვინმეს გადასარჩენი - ჯეონის ხმა, მისი სიტყვებივით მტკიცედ არ ჟღერდა. პარკმა მარტივად დაიჭირა ეს ნოტა და ჯეონის გაღიზიანება განაგრძო.
- ალბათ იცი, რომ ჯისუ და ჩვენი ახალი აქციონერი თეჰიონი, წარსულში ერთად იყვნენ - ფრთხილად წამოიწყო ისევ ქალმა.
- მათ ძალიან ძლიერი სიყვარული აკავშირებდათ, ჯისუ ამ ურთიერთობის დანგრევის შემდეგ პრაქტიკულად შეურაცხადი გახდა, რომ არა ბაბუა....
- ეგ ყველაფერი ვიცი - ცივად გააწყვეტინა ჯონგუკმა რომელიც გრძნობდა ამ საუბარს წყობიდან გამოჰყავდა, თუ მხოლოდ ამ ამბის მოსაყოლად დამიძახე დრო აშკარად ტყულად დაკარგე.
- მხოლოდ ეს არაა ჯონგუკ, ჯისუ დღეს სახლში არ დაბრუნებულა. ზუსტად ვიცი რომ ერთად არიან. შეგიძლია არ დამიჯერო, შეგიძლია წახვიდე მაგრამ როცა საცოლეს დაკარგავ მერე აზლუქუნებული ნუ მეტყვი რომ მართალი ვიყავი. - იერის სიტყვები ყველაზე მჭრელი მახვილის სიბასრით უსერავდა  გულს ჯეონს. - გირჩევ ბოლომდე მომისმინო და სერიოზულად აღიქვა ჩემი რჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში სჯობს ახლავე საკუთარი ხელით გადასცე ჯისუ თეჰიონს.
- არასდროს, ამად არასდროს ვიზამ. ჯისუს არ დავუთმობ არც მას, და არც არავის. ის ჩემია და მხოლოდ ჩემთან იქნება.
- აი ეს მომწონს სიძევ. მიეცი საშუალება შენს ბნელ მხარეს სააშკარაოზე გამოვიდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებ თეჰიონთან შებრძოლებას. ის ძალიან ძლიერია, და რაც მთავარია მას ჯისუს გული აქვს. - ჯეონისაკენ ფრთხილად დაიხარა იერი და ხმადაბლა უჩურჩულა. ძალიან კარგად იცოდა როგორი ეფექტი ჰქონდა მის სიტყვებს და ამიტომ გადაწყვიტა ბოლომდე მიჰყოლოდა "არჩეულ გზას". - დამიჯრე და ორივე კმაყოფილი დავრჩებით. 
- ორივენი? შენ რას ელოდები აქედან? ახლა არ მითხრა რომ კიმი გჭირდება - ცივად ჩაიცინა ჯონგუკმა
- ნაჰ, ეგ ზედმეტად ბანალურ სერიალს ჰგავს, მე მხოლოდ ჰილდონგი მინდა. შენ ჯისუ აქედან ძალიან შორს უნდა წაიყვანო, რადგან შეძლო და პირველი სიყვარული დაავიწყო. ამ დროს კი მე პრეზიდენტის თანამდებობას დავიკავებ. ყველა კმაყოფილი იქნება და ცხოვრებაც იმ კალაპოტს დაუბრუნდება რასაც არასდრის უნდა ასცდენოდა.....
- საშიში ქალი ხარ პარკ იერი - ოდნავ ჩაეღიმა ჯეონს - მაგრამ ვგონებ მართალი ხარ. დროა ჩემებურად ვიმოქმედო. -  მნიშვნელოვანი შეთანხმების შემდეგ რამდენიმე წუთი  ღამის სიჩუმით ტკებობდნენ, სავარაუდოდ საკუთარ გეგმებს აწყობდნენ, ვინ იცის.....  შემდეგ  ორივე საკუთარი გზით წავიდა....

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now