7 თავი

947 72 26
                                    

ირგვლივ თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, მანძილი საკუთარი საძინებლიდან იდეალურად მოკაზმულ ბაღამდე თითქოს ათასჯერ გაიზარდა. მისი სხეული მზად იყო გამოწვევა მიეღო, გული არა, მისი მზერა მზად იყო ნანახი უარეყო, გონება არა. საკუთარი თავი მაინც შეაქო, შეაქო რადგან მას არ აჩვენა საკუთარი სისუსტე. ბედნიერი იყო რომ ამდენი ტანჯვის შემდეგ საკუთარი ჯალათისთვის თვალებში უშიშრად ჩახედვა შეძლო, ამ ღრმა შოკოლადისფერ თვალებში რომელიც ამ სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა. 9 წელი 9 წყეული წელი გავიდა, მაშინ ისევ რატომ აქვს ასეთი ეფექტი მასზე ამ თვალებს. ისევ რატომ გრძნობს პეპლებს მუცელში. მისი გული ისევ გიჟივით რატომ იწყებს ცემას და გონება იმ ერთადერთი ღამის კადრების დატრიალებას რომელიც ერთად გაატარეს.
ნუთუ მასაც ახსოვს?? ნუთუ ამ წლების მანძილზე ისიც ფიქრობდა იმ შეხებაზე, იმ კოცნაზე. არა ის მკვლელია რიმელსაც ზუსტად რომ თავის შესაფერისი კრიმინალი უმშვენებს გვერდს. ჯისუ თავს არ დაიმცირებს. თუ ერთხელ შეძლო ამას ისევ იზამს. ისევ ამოიგლეჯს გულიდან მის სახეს თუნდაც ამას ის პატარა ადამიანურობის მარცვალიც ამოატანოს რაც კი მასში დარჩა........

პატარავ ხელები სულ გაგეყინა, კარგად ხარ?- ჯონგუკის ხმადაბალი ნათქვამი მისწვდა გოგონას სმენას და მაშინვე მოიშორა მტანჯველი აზრები.
- კარგად ვარ გუკი, უბრალოდ ვღელავ სულ ესაა. - მკრთალად გაუღიმა ბიჭს
- დამშვიდდი, ცოტა ხანიც და აქედან გაგიტაცებ, უბრალოდ ჯერ სტუმრებს მივესალმოთ - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ლოყაზე ნაზად აკოცა საცოლეს.

...................

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now