23 თავი

774 57 6
                                    

- ბოსს, ვანგი სანკტ- პეტერბურგშია. ჩვენმა ხალხმა ინფორმაცია მოგვაწოდა რომ მას კადიროვი მფარველობს.
- ეგ უკვე ვიცი, თქვენ რამე ისეთი მითხარით რაც ახალია - გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა ჩანმა და სიგარა გააბოლა
- იაკუზა აკონტროლებს მათ სირ, წითელი მაფია მთლიანად ჩვენს ხელშია, მხოლოდ ნიშანს ელოდებიან რომ კადიროვს შუბლი გაუხვრიტონ.
- ასე დაგეწყო - ღიმილი შეეპარა უფროს კიმს. - თეჰიონს დაველოდოთ, როცა კონტაქტზე გამოვა ერთად გადავწყვეტთ როდის დასრულდება ვანგისა და ვიქტორის ოდისეა.... - ცინიკურად ჩაილაპარაკა ჩანმა და დარჩენილი სიგარა საფერფლეში გამეტებით ჩაასრისა.
- და სად არის ბატონი?? -იკითხა ახალგაზრდამ, მამაკაცის სახე კი ღიმილმა გაანათა
- იქ სადაც უნდა იყოს.....

..................

იმ წამს გამოფხიზლებული ჯისუ თვალებს ზანტად ახელს და მაშინვე მომღიმარე თეჰიონის მზერას აწყდება. გოგონა რამდენიმე წამი დაბნეული უყურებს ასე საყვარელ სახეს, რადგან ნანახი სიზმარი ჰგონია, თუმცა მას მერე რაც კიმის ცნობილ ეშმაკურ ღიმილს ამჩნევს მომენტალურად ახსენდება გასული ღამე, პომიდორივით წითლდება და მაშინვე ზურგს აქცევს. გუნებაში თავს იწყევლის რომ დალია, თან იფიცება რომ აღარასდროს გაეკარება სასმელს.
- ახლავე უნდა დამპირდე რომ არასდროს დალევ ჩემს გარეშე ..... რადგან სიმთვრალეში ზედმეტად, როგორ გითხრა გამომწვევი ხარ - გოგონას ყურთან გამომცდელად ამოილაპარაკა თეჰიონმა და ჯისუ უფრო მეტად ჩაიმალა საბანში
- კარგი რა პატარავ, ჩემი ნუ გრცხვენია, მართალია უნდა ვაღიარო ნამდვილად გამაოცე მაგრამ სასიამოვნოდ. არასდროს მეგონა რომ დომინანტობა შეგეძლო - ჩაიფხუკუნა კიმმა, რამაც ისედაც ბოლომდე შერცხვენილი მთლიანად წყობიდან გამოიყვანა, ბიჭისკენ მიტრიალდა და მთელი ძალით დაუწყო მუშტების რტყმევა მკერდზე
- იაააჰ კიმ თეჰიონ, ეგეთ რამეს საერთოდ როგორ იძახი. ჯანდაბა, მე უბრალოდ მე..... უხხხ დაივიწყე, საერთოდ დაივიწყე რაც მოხდა....
- ჯისუ, ამას როგორ მთხოვ, გგონია შემიძლია შენი დავიწყება, გგონია შემიძლია შენი შეხება დავივიწყო?? შენი სუნი, შენი ნაზი კანი. პატარავ ნუ მებრძვი გთხოვ. საშუალება მომეცი მოგიახლოვდე. მითხარი რომ მხოლოდ ჩემი ხარ... - თეჰიონმა გოგონა ახლოს მიიკრა, ჯისუს არ გაუპროტესტებია რაც კიმს დადებით ნიშნად ეჩვენა და ამჯერად ფრთხილად ეამბორა მის მარწყვის ტუჩებს.....
- თეჰიონ, გთხოვ, არასწორია..... - ამოიკრუსუნა ჯისუმ
- რა არის არასწორი? ერთმანეთი რომ გვიყვარს??? მე შენ მიყვარხარ, გესმის ჩემი? მიყვარხარ კიმ ჯისუ. აქ არასწორი არაფერია.
- მე ოფიციალურად ისევ ჯონგუკის საცოლე ვარ. თავს კოშმარულად ვგრძნობ რომ ასე ვექცევი. საშინელი მონსტრი ვარ, არა ოროვენი მონსტრები ვართ. შენ ჰარას მოუკალი გული, მე ჯონგუკს..... ჩვენ ვერასდროს ვეღირსებით ბედნიებას, იმ ცოდვის გამო რომელიც მათ წინაშე გვაწევს. ვერასდროს ვიქნებით ბედნიერები თუ ასე ეგოისტურად მოვიქცევით
- და რას მირჩევ? რომ 2 ის მაგივრად ოთხივენი უბედურები ვიყოთ? ეს რამეს გამოასწორებს? - გაბეზრებული წამოდგა თეჰიონი. - არვიცი ჯონგუკს სჯეროდა თუ არა რომ შეძლებდა შენი სიყვარულის მოპოვებას მაგრამ მე ჰარას ყოველთვის ვუმეორებდი რომ არ მიყვარდა და არც არასდროს შევიყვარებდი, იცი რატომ, იმიტომ რომ მხოლოდ შენზე ვფიქრობდი ყოველთვის, მხოლოდ შენ იყავი ჩემს გონებაში და გულში. რატომ არ გინდა მიიღო ჩემი სიყვარული, მიპასუხე რატომ??

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now