15 თავი

707 59 28
                                    

ჯონგუკთან საუბრის შემდეგ გაბრაზებული ჯისუ საათზე მეტი ცდილობდა თეჰიონთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
- სად ჯანდაბაში ხარ წყეულო კიმ - ამოიგმინა გოგონამ და ჯიუტად რეკვა განაგრძო, მოულოდნელად უპასუხეს კიდეც, მოსმენილმა გამაყრუებელმა ხმამ კი საერთოდ ვერ დაამშვიდა.
- რა ჯანდაბაა - წამოიყვირა ჯისუმ, - კიმ გესმის ჩემი? - საზარელი ხმა ისევ განმეორდა გოგონას კი სხეულში გაუცნობიერებელმა გრძნობამ დაუარა. ეს იარაღის ხმა იყო - ჯანდაბა თეჰიონ სად ხარ? გესმის ჩემი? - გოგონა პანიკაში ჩავარდა, ვერ აცნობიერებდა რატომ მაგრამ საშინელმა ტკივილმა გული გაუპო. - თეჰიონ ხმა გამეცი, სად ხარ? - ჯისუს უკვე ხმა უკანკალებდა
- პატარავ, აქ ვარ, მაგრამ ახლა საუბრისთვის შეუფერებელი დროა - ტკივილამდე ნაცნობი ბოხი ბარიტონი მისწვდა სმენას და ჯისუმ წამით შვებით ამოისუნთქა თუმცა მაშინვე დაიძაბა როგორც ამ ხმაში დაძაბულობა იგრძნო.
-თეჰიონ რა გჭირს? რაღაც გჭირს - განერვიულებულს აღარ აღელვებდა რას იფიქრებდა კიმი, ახლა მხოლოდ მამაკაცის მდგომარეობა ანერვიულებდა.
- პატარავ, შენ რა ჩემზე დარდობ? მე კარგად ვიქნები ჯისუ, პატარავ უბრალოდ დამელოდე... - ტელეფონის მეორე მხარეს მძიმე სუნთქვა გაისმა, ეტყობოდა ამ ხმის პატრონი საკუთარ თავს ლამის აიძულებდა ესაუბრა.

- თეჰიონ რა გჭირს? რა გემართება- სასოწარკვეთილმა წამოიძახა გოგონამ - დაჭრილი ხარ? მიპასუხე რამე გტკივა?
- მე კარგად ვიქნები პრინცესავ, გ..გპირდები რომ დავბრუნდები შენთვის, მე... - ბიჭის ხმა ისევ გამაყრუებელმა სროლამ დაფარა ჯისუს სახე კი ნიაღვარად წამოსულმა ცრემლებმა
- გთხოვ მითხარი სად ხარ, მო..მოგაკითხავ თე, გეხვეწები - უკვე პატარა ბავშვივით სლუკუნებდა. ბრაზი რომელსაც რამდენიმე წუთის წინ გრძნობდა სადღაც გაქრა. მისი ადგილი უზარმაზარმა ტკივილმა დაიკავა, აღარ აღელვებდა თუ საკუთარ გრძნობებს გამოამჟღავნებდა, ერთადერთი რაც აინტერესებდა თეჰიონის მდგომარეობა იყო, სამწუხაროდ ბიჭის ხმა საერთოდ აღარ ისმოდა მალე კი კავშირი გაწყდა. ჯისუ უღონოდ დაეცა იატაკზე.  თვალებიდან ცრემლები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ.
- შეუძლებელია, განგება ისევ ასე ვერ მომექცევა, შენს თავს ისევ ვერ წამართმევს........... გთხოვ ოღონდ არაფერი დაგემართოს, ოღონდ ჯანმრთელი დაბრუნდი.....

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now