8 თავი

908 78 48
                                    

მთვარის ცივი შუქით ოდნავ ანათებს უზარმაზარ საწოლზე ერთმანეთს ჩახვეულ ორ სხეულს. სიამოვნებისგან აჟიტირებული ქალის კვნესისა და მამაკაცის ბოხი გრგვინვის ხმა ავსებს ოთახის კედლებს. რამდენიმე წუთში კი უხეში სექსით გადაღლილები ერთმანეთს შორდებიან და კაცი საწოლიდან სწრაფად დგება.

- თაე გთხოვ, ამჯერადაც არ წახვიდე, გთხოვ ამაღამ ჩემს გვერდით დაიძინე – ზურგზე მიეხუტა ჰარა კიმს და ადგომის საშუჯალება არ მისცა.

- გეყოფა, კარგად იცი რომ არ მიყვარს როცა ჩემს საწოლში სხვასაც სძინავს. პირველად ხომ არ გვაქვს სექსი? კიდევ რამდენი ხანი გჭირდება რომ ამას მიეჩვიო, ჩემგან ნურანაირ რომანტიკულ გამოხტომებს ნუ ელი – დაღლილად მაგრამ ცივად ამოთქვა თეჰიონმა და ისევ გასასვლელისკენ გაიწია როცა გოგონას ტირილნარევმა ხმამ შეაჩერა.

- შენ ყოველთვის ასე აკეთებ. ვიცი რომ ამას თავისი მიზეზი აქვს. გთხოვ მითხარი რატომ, რატომ იქცევი ასე.

- ერთხელ უკვე გითხარი რომ ამის ცოდნა შენ არ გჭირდება, შენ არ გეხება ჩემი წარსული ან მომავალი. შენ ჩემი აწმყო ხარ, ჩვენ ორივენი ვკმაყოფილდებით იმით რასაც ვაკეთებთ. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებებია რომელიც კაცსა და ქალს აქვთ. მაგალითად ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ მოთხოვნილებებს ვისთან დავიკმაყოფილებ. კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემგან რომანტიკულ საღამოებს ნუ ელი........ - მისი სიტყვების გაგონებისას ჰარას ცრემლები წასკდა, გულამოსკვნილი ატირდა თეჰიონმა ღრმად ამოიოხრა და უკან მოიხედა.- იცი რომ არ მიყვარს როცა ტირი, მაგრამ არასდროს დაგპირებივარ შეყვარებას. მეტიც გაგაფრთხილე გრძნობები არც შენ გაგჩენოდა. სიყვარული ჩემნაირისთვის არ არის. მე გული არ მაქვს ჰარა, აღარ მაქვს..... გთხოვ ნუღარ იტირებ, დამიჯერე ამას აზრი არ აქვს. - გულგრილად თქვა კიმმა და სიბნელეში გაუჩინარდა.

- ვიცი, ვიცი რომ ამის უკან ვიღაც დგას, ვიღაცის გამო მკრავ ხელს რადგან შენს გონებაში ის არის, აუცილებლად გავარკვევ და მოვკლავ, მკვდარი ხომ მაინც დაგვანებებს თავს. გაიძულებ შემიყვარო... აუცილებლად შემიყვარებ თეჰიონ - შეშლილის პათოსით ჩაილაპარაკა ჰარამ და იმ ბალიშს ჩაეხუტა რომელსაც ჯერ კიდევ ბიჭის სუნი ასდიოდა.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now