14 თავი

747 60 15
                                    

გულდამშვიდებული ჯისუ საკუთარ საძინებელში განმარტოვდა და დიდ ფუმფულა საწოლზე ნებირეად გადაწვა. ღმერთს მადლობას უხდიდა რომ ჯონგუკის სახით ასეთი საჩუქარი მოუვლინა ცხოვრებამ. გოგონა დარწმუნებული იყო რომ ჯეონი მას ნანატრ ბედნიერაბას აჩუქებდა და საბოლოოდ დაავიწყებდა თეჰიონს. ემოციურად დაღლილს ის ის იყო ჩათვლიმა, რომ ტელეფონის ზარმა აიძულა ისევ რეალობას დაბრუნებოდა.
- ჯონგინ? რამე მოხდა? - ზანტად გაეპასუხა ქაის
- იერი რაღაცას გეგმავს ქალბატონო, ფრთხილად უნდა იყოთ სანამ დეტალების შესახებ გავარკვევ. საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა.
- გასაგებია, მადლობა ჯონგინ - ჯისუმ ტელეფონი სწრაფად გათიშა და ფეხზე წამოხტა რადგან უკვე დაძინებას ისედაც ვერ მოახერხებდა.
- პარკ იერი, ანუ ის რაც ნახე შენთვის საკმარისი არ იყო არა? ამჯერად რას ხლართავ? - ჯისუ ჩაფიქრებული ჩამოჯდა სავარძელში და მისი მზერა ღამის ბუსანის პეიზაჟაში ჩაიკარგა.

........................

ჯონგუკთან საუბრის შემდეგ წყობიდან გამოსული თეჰიონი ოთახში დაუსრულებლად სცემდა ბოლთას როცა კარი ჩანმა შემოაღო და ძმისშვილს გამომცდელად მიაშტერდა.
- ნუთუ ჩემს ძმას არასდროს უთქვამს შენთვის რომ ჩვენს სამყაროში სიყვარული აკრძალულია.
- ბიძია...
- თეჰიონ, შენ კარგად იცი რომ მე და მამაშენი ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებოდით, ის ცივი სასტიკი მმართველი იყო. მას დედაშენი არასდრის ჰყვარებია, უბრალოდ მემკვიდრე სჭირდებოდა. მაპატიე, ვიცი ეს სიტყვები შენთვის მტკივნეული მოსასმენია მაგრამ სამწუხაროდ ესაა რეალობა და შენ იცი. მე მიყვარდა, მთელი გულით მიყვარდა და იცი სადაა ახლა ჩემი ცხოვრების სიყვარული? მიწაში, ძალიან ღრმად, იმდენად ღრმად რომ ვერც კი წარმოიდგენ.  ის მე შევიწირე. ჩემს თვალწინ მოკლეს და მე ვერაფრის გაკეთება შევძელი. გესმის ჩემი თეჰიონ? საერთოდ ვერაფრის.  ჩემს თვალწინ მოკვდა, ჩემს მკლავებში დალია სული და ჩემი ხელებით მივაყარე მიწა მის გაყინულ სხეულს. მე მაშინ სული ამომაცალეს. ჩემი გონება რეალობის აღქმას ვერაფრით ახერხებდა. ეს უფრო დიდი ტკივილია ვიდრე ის რომ ყველა ძვალი ერთად გადაგიმტვრიონ და ამ ტკივილით მე 30 წელი ვიცხოვრე. არ მოვკვდი, მაგრამ ვერც დავივიწყე. არ მინდა იგივე განიცადო, ამიტომ გთხოვ, გაუშვი, იყოს ბედნიერი სხვასთან. გაუშვი..... გაუშვი რომ იცოცხლოს... - მამაკაცმა  მხარზე ხელი მოუთათუნა თავჩაქინდრულ ძმიშვილს......
- გგონია არ ვცადე? ასე ფიქრობ? - მწარედ ჩაიცინა კიმმა და ბიძას თვალი თვალში გაუყარა. - 9 წელი გესმის, წყეული 9 წელი ვცდილობდი თავიდან ამომეგდო მისი სახე, მისი ღიმილი. დამევიწყებინა მისი სურნელი, სხეული. მაგრამ იცი რაა? ერთი დღე, ერთი  დღე არ ყოფილა რომ არ გამხსენებოდა. ღამე არ ყოფილა რომ არ მომნატრებოდა. ვცადე, მართლა ვცადე ცხივრება ახლიდან დამეწყო. მისთვის თავისუფლება მიმეცა, მაგრამ ბედმა ისევ შეგვახვედრა. სხვასთან მისი ნახვა უბრალოდ აუტანელია და ვერ დავთმობ, იმის წარმოდგენაც რომ სხვისია მანადგურებს, სისხლს მიდუღებს და მოსვენებას მიკარგაბს. მგონია ჭკუიდან გადავალ. ბიძია მე მას დავიცავ, მაგრამ ჯეონს მის თავს არ მივცემ. მისი გამოკეტვაც რომ მომიხდეს ვერ შევეშვები. ნებისმიერი რამ მთხოვე ოღონდ ეგ არა.
- ამდენად გიყვარს? რა გაეწყობა. ახლა საქმე გვაქვს, თუ ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა მაშინ მისთვის იბრძოლებ კიდეც. მანამდე  კი საქმე გვაქვს დასამთავრებელი. მე შენს გვერდით ვარ ძმიშვილო. დაიმახსოვრე ეს ომი უნდა მოვიგოთ, ნებისმიერ ფასად.
- ასეც იქნება, ეჭვი არ შეგეპაროს - სატანური ღიმილი გამოესახა სახეზე თეჰიონს და ორივე მათგანმა სათათბიროდ შტაბში გადაინაცვლა.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now