24 თავი

695 55 50
                                    

უკუნ სიბნელეში სამი ფიგურა შეუმჩნევლად მიიკვლევს გზას და თან ცდილობს მაქსიმალურად ნაკლები ხმა გამოსცეს. მათი სუნქთქვა არეულია, გული გამალებით უცემთ. იციან რომ მიზანთან რამდენიმე ნაბიჯი აშორებთ და ეს ადრენალინის მოზღვავებას ზრდის მათში. ერთი არასწორი მოძრაობა და ყველაფერი დამთავრდება, ერთ არასწორი მოქმედება და  ყველაფერი წყალში ჩაიყრება. თეჰიონი ფრთხილად ადის სახანძრო კიბით სახურავზე, იქაურობას კარგად ათვალიერებს და დანარჩენ ორს ხელით ასვლას ანიშნებს. ჩენი და ჩანიოლი ასევე ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვებიან ბოსს და მალე სამივე სახურავზე დგას.

- იარაღი ააწყვე, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა უნდა დავხოცოთ. მეტი შანსი აღარ გვექნება - დაძაბულმა ამოილაპარაკა კიმმა და მეგობრებს გადახედა.

- ხომ შეგეძლო უბრალოდ ჩვენი ხალხი გამოგეგზავნა, ისინი მიხედავდნენ ყველაფერს. შენ ჩვენი ლიდერი ხარ, ასეთ სამუშაოს არ უნდა ასრულებდე - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჩენმა

- ამ ორს ვერავის დავუთმობ. ეს  თავად უნდა დავამთავრო რომ მშვიდად ცხოვრების გაგრძელება შევძლო. დამერწმუნე ასეთი მნიშვნელოვანი რამე სხვას არ უნდა გააკეთებინო. სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ როგორ გავუხვრიტავ შუბლს ვერ მოვისვენებ. გამორიცხეთ.

რა გაეწყობა, პოზიციებზე განვლაგდეთ. ჩემი გამოთვლებით მხოლოდ 10 წუთი გვაქვს. ხუთ წუთი  ორივეს მოსაკლავად და ხუთი აქედან წასასვლელად. ეს პერიოდია საჭრო რომ აქაურობა კადიროვის ხალხით გაივსოს. წამით მეტი და ჩათვალეთ მკვდრები ვართ.

- იმედია მზად ხართ ამისთვის. - ჩუმად ამოილაპარაკა კიმმა

- შენთვის ყოველთვის მზად ვართ ბოსს - სინქრონში უპასუხეს ბიჭებმა და თეჰიონს ოდნავ ჩაეღიმა, ეს ორი იმაზე ძვირფასი გახდა მისთვის ვიდრე ოდესმე იფიქრებდა. კიმმა თავი გადააქნია. ავტომატი სადგამზე მყარად დაამაგრა და დანარჩენებთან ერთად სამიზნეების ლოდინში სიგარას მოუკიდა.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now