25 თავი

707 58 13
                                    

ჯონგუკი გიჟივით   შევარდა ჰოლდინგში, როგორც კი თეჰიონმა დაურეკა არც კი დაფიქრებულა ისე გამოიქცა ჯისუს შესამოწმებლად, კიმი შესამჩნევად განერვიულებული იყო და ეს მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა. ეგეც არ იყოს ჯონგუკი კარგად იცნობდა თეჰიონის პიროვნებას, გოგონა აშკარად საფრთხეში იყო რახან მასთან დარეკვა და რამის თხოვნა დასჭრდა კიმს
- ოღონდ მივასწრო, ოღონდ მალე მივიდე - ამას იმეორებდა დაუსრულებლად ჯონი როცა გასროლის ხმამ იქაურობა შეაზანზარა. ჯონგუკი ერთი წამით ადგილზე გაიყინა, ხმა ჯისუს კაბინეტში გაისმა, ჯონგუკს სახეზე მკვდრის ფერი დაედო, ყველაფრის გასააზრებლად ზუსტად წამი დასჭირდა და ისევ წინ გაიჭრა. - დავაგვიანე, დავაგვიანე ამის დედაც, შენი დედაც ჯონ ჯონგუკ..... 

.........................................

ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ამდენად ტკბილი იქნებოდა სიკვდილი, ასეთი მშვიდი, ასეთი უდარდელი.... ტკივილს თითქოს ვერც კი გრძნობდა, მხოლოდ წამით აეწვა გულის მხარე როცა ტყვიამ მისი მკერდი განგმირა, ამის შემდეგ მხოლოდ სასიამოვნო ეიფორია  დაეუფლა მის გონებას. უცნაური სიმშვიდე, აშკარად გრძნობდა როგორ იცლებოდა სისხლისგან და ამ შეგრძნებას აგონიამდე მიჰყავდა. ლამის გათიშულის დაბინდულ სმენას ძლივს ჩასწვდა იერის განწირული კივილი, და ეს უკანასკნელი იყო რაც გონების დაკარგვამდე გაიგო..............

.............................

 იატაკზე ჩაკეცილი პარკი, კანკალით შეჰყურებდა მის წინ დაგდებულ სისხლში მოცურავე სხეულს, თვალს ვერ აშორებდა მას ამ მდგომარეობაშიც რომ იღიმოდა, გოგონას ღიმილი  მშვენიერი იყო, მშვენიერი როგორც აისი სანაპიროზე, ნათელი და შეურყვნელი როგორც გაზაფხულის ცა...... ჯისუ იღმოდა, ისევე,  როგორც მაშინ, როცა  პირველად   დაინახა. მისი ტუჩები ისევ გულის ფორმას იღებდნენ ღიმილისას როგორც ადრე.  იერი შოკისგან  გაჭირვებით მიფორთხდა ჯისუს უკვე უგონო სხეულთან

MAFIA LOVE (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant