First meet

677 45 42
                                    

Gabi's POV

პირველი სამუშაო დღე მას , შემდეგ რაც კოლეჯი დავასრულე!

არც კი ვიცი თავს როგორ უნდა ვგრძნობდე, მაგრამ ერთი რამ ცხადია საშინლად ვნერვიულობ!

იმნდენად ვნერვიულობდი, რომ ხელები საშინლად გამიოფლიანდა და ფოტოაპარატს ნორმალურად ვეღარც კი ვიმარჯვებდი.

მართალია ეს არ იყო ჩემი პორველი ფოტოსესია სადაც მოდელისათვის უნდა გადამეღო, მაგრამ ,,ვოგისათვის" პირველად მიწევდა ფოტოების გადაღება!

ეს კი ზედმეტად ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ამდენ წლიანი შრომა როგორც იქნა დამიფასდა და მივაღწიე იმ ოცნებას რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი!

ახლა უკვე მაღალ მოდაში დამიქირავეს ფოტოგრაფად! არც კი ვიცი როგორ უნდა ვიგრძნო თავი, რადგან შეუძლებელია ყველა ემოცია გადმოვცე.
იმდენად აღფრთოვანებული ვარ, რომ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ.

მე და ბენი მოსაცდელში ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. ვცდილობ მღელვარებ არ შემეტყოს, მაგრამ არაფერი გამომდის, ის ამას ატყობს.

-გაბი მზად ხარ? ეს ხომ შენი დიდი დღეა!
-სიმართლე გითხრა ძალიან ვღელავ ბენ, მეშინი რამე არ გავაფუჭო..
-კარგი რა მთელი 7 წელი იმისთვის არ გისწავლია, რომ სამსახურის პირველივე დღეს რამე გააფუჭო!
-ნამდვილად დამეხმარე დამშვიდებაში კი!
-გაბრიელ ჯორდან რივერა! შენ ხარ ერთ-ერთი ნიჭიერი ახალბედა ფოტოგრაფი, რომელიც საოცარ ფოტოებს იღებს! ამიტომ შეწყვიტე საკუთარი თავის შეცოდება! შედი გადასაღებ ოთახში და იმ მოდელს საუკეთესო ფოტოები გადაუღე, რადგან დარწმუნებული ვარ შენ ეს შეგიძლია! და ამს შიგნით მყოფებსაც დაუმტკიცებ! და თან კარგი რა! მათ, რომ შენი გადაღებული ფოტპები არ მოწონებოდათ არც კი აგიყვანდნენ!

ბენის სიტყვებმა საბოლოოდ შემმატა გამბედაობა. მას გადავეხვიე, კამერა კისერზე ჩამოვიკიდე, საკუთარ შავ სპორტულ ჩანთას ხელი დავავლე და ოთახში სწრაფად შევედი.

Photograp_herWhere stories live. Discover now