,,-It is better to go now"

131 27 38
                                    

,,Never mind, I'll find someone like you...
I wish nothing but the best for you..."

  Gabi's POV
კიბებზე ჩამოვდიოდი და თავს ვაიძულებდი არ მიმეხედა, არ შემეხედა მისთვის, რადგან ვიცოდი, რომ თუ ამას გავაკეთებდი ვეღარ შევძლებდი წასვლას...

მე კი უნდა წავსულიყავი, რადგან ყველასათვის ასე აჯობებდა. ჩემდა უნებლიედ აწითლებულ ლოყებზე ცრემლები ჩამომგორდა, არ ვიცოდი რის გამოვ ავტირდი, ბელას გულცივობისა თუ იმის გამო, რომ მან ჰარი აირჩია?

არ ვიცი ამ არჩევანს ოდესმე ვაპატიებ თუ არა, მაგრამ ამის მიუხედავად მინდა ბედნიერი იყოს, მინდა საკუთარ ეგოისტობას მოვერიო, არ შემიძლია კიდევ ერთი ადამიანი დავკარგო ამას!

ბელა უკეთეს ადამიანს იმსახურებს, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია, მართალია თავს გულქვა ძუკნად აჩვენებს ყველას, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ასეთი არაა!

მანქანაში ჩავჯექი ისე, რომ ერთხელაც არ გამიხედავს ბელასკენ.

მანქანა დავქოქე და იქაურობას გავშორდი.

****
შავბნელმა ფიქრება მთელი ჩემი გონება მოიცვა, მაგრამ დღევანდელი პატარა ექსკურიის გახსენებისას გული სითბოთი ამევსო...
ივი გამახსენდა, როდესაც ევაზე ვუყვებოდი, მის სახეზე უდიდესი სევდა და ბედნიერება იყო აღბეჭდილი, მართალია მისი მსგავსება ევასთან ისევ მაშინებდა, მაგრამ მაინც ეს დღე ერთნაირად იყო ყველაზე საუკეთესოც და საშინელიც...

****

საკუთარ ახალ სახლს მივადექი, რომელსაც უკვე აღარ ეთქომდა ახალი, რადგან ახლა უკვე მას ჩიკაგოში დაქირავებული ერთ-ერთი აპარტამენტი ჩაანაცვლებდა...

კარები გასაღებით გავაღე და მისაღებში შევედი, როგორც ჩანს დამლაგებლებს კარგად უმუშავიათ, რადგან გუშინდელი წვეულების შემდეგ დარჩენილი არეულობა სადღაც გამქრალიყო და მის ადგილას თვალის მომჭრელ სისუფთავეს დაესადგურებინა.

Photograp_herWhere stories live. Discover now