,,Where broken harts go?" Part 1

156 31 30
                                    

Gabi's POV

სად წახვიდოდით მაშინ, როდესაც  მთელი ცხოვრება ერთ წამში დაგემხოთ თავზე?

როგორც მე ალბათ თქვენც იმ ადგილზე წახვიდოდით სადაც თავს დაცულად, და უსაფრთხოდ გრძნობთ. სადაც შეგიძლიათ თამამად გაათავისუფლოთ ემოციები, სადაც არავინ მოუსმენს თქვენს, ქვითინს და არც მის მიზეზს გკითხავთ...

  ალბათ ელოდებით კიდეც ჩემგან იმის მოსმენას, რომ სადმე ლამაზ ადგილას ქალაქიდან მოშორებით წავიდოდი, საიდანაც ღამის ქალაქი ხელისგულივით მოჩანს, ან მთის მყუდრო სახლში წავიდოდი, რომელიც იმდენად ღრმადაა ტყეში, რომ ღამით გარეული ცხოველების ხმა გესმით, მაგრამ თუ ასე ფიქრობთ მწარედ შეცდით, რადგან არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ჩემს თავშესაფარს....

რამდენადაც უცნაურად ან საშიშად მოჩანდეს ჩემი თავშესაფარი ევას გვერდითაა... ვინაიდან, და რადგანაც ის უკვე... არა, არ შემიძლია ამის თქმა...

თავს სწრაფად ვაქნევ, და ფიქრებს თავიდან ვიშორებ. ღვედს ვიხსნი, მგზავრის სავარძელზე დადებულ გვირილებს ხელი დავტაცე, რომელიც გზაში სადღე-ღამისო მარკეტში რის ვაი ვაგლახით ვიყიდე...

 

კარს ვაღებ და მანქანიდან გადმოვდივარ, არემარეს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი, მანქანიდან გადმოსულმა მაშინვე ნამით დანამულ ბალახზე ამოვყავი თავი, რომელსაც უკვე ამომავალი მზის სხივები ენათებოდა და ცრემლების მსგავს პატარა წყლის წვეთებს, აბჭყვიალებდა....

   უკვე კარგა ხანია შუაღამეს გადასცდა და როგორც უკვე ავღნიშნე მზეც ნელ-ნელა იწვერებოდა, შორეული მთის წვეროებიდან.

ხელში ყვავილებს ვათამაშებ და მდუმარე საფლავების რიგში მივაბიჯებ.

რამდენიმე მეტრიც და უკვე ევას საფლავის წინ ვდგავარ, ქვაზე ამოტვიფრულ წარწერებს აღარ ვაკვირდები, რადგან უკვე აღარც მჭირდება ისედაც გაზეპირებული წარწერების ხელახლა გადაკითხვა.

Photograp_herWhere stories live. Discover now