chapter 9

154 32 58
                                    

Gabi's POV

საკუთარ მანქანამდე როგორც იქნა მივაღწიე! მადლობა ღმერთს ამისათვის!

კარები ფრთხილად გავაღე და მგზავრის სავარძელში, სიცხისაგან, გონება დაკარგული ბელა კომფორტულად მოვათავსე.

ბელას ასეთმა უეცარმა სიცხემ, შემაშფოთამ, ჯერ არ მენახა ადამიანი რომელიც ასე სწრაფად ხდებოდა ცუდად...

ამ ფიქრებში ჩაფლულმა, როგორც იქნა მოვთავსდი საჭესთან.

ბელას ერთხელ კიდევ გადავხედე, იგი სიცხისაგან სახეზე ერთიანად აწითლებულიყო.

თვალები მიელულა, სახეზე მშვიდი გამომეტყველება დაჰფენოდა. ლოყაზე მელნისფერი თმები ჩამოჰყროდა, რის გამოც სუნთქვისას სახეზე უცნაურად ეთამაშებოდა.

მისკენ გადავიხარე და თმა სახიდან გადავუწიე, ამ დროს კი უნებლიედ მისი სურნელი შევიგრძენი, რომელმაც მთლიანი, სასუნთქი სისტემა გაიარა და ფილტვები ბელას სურნელით ამივსო...

მას ლუდის, სიგარეტისა და სუნამოს სურნელი ჰქონდა. ეს სამი რამ კი ერთმანეთს იმდენად ჰარმონიულად ერწყმოდა, რომ საბოლოოდ გახადა შეუძლებელი, ბელას ჩემი გონებიდან გამოძევება.

ვაღიარებ დღეიდან ეს ალბათ ჩემი, ერთ-ერთი საყვარელი სურნელი გახდება...

მას სწრაფად მოვშორდი, ღვედი გავუკეთე შემდეგ, თავადაც გავიკეთე და ავტომობილი ფრთხილად დავძარი ადგილიდან, რათა მძინარე ბელა არ გამეღვიძებინა.

გზაში ისევ ფიქრებმა დამრია ხელი. წუთის წინ საკუთარი, ამორალური პირობა გამახსენდა.

და რაც უფრო ვფიქრობდი ამ პირობაზე მით უფრო, საშინლად ვგრძობდი თავს.
რადგან არ მსურდა ვინმეს გრძნობებზე მეთამაშა, ან ბელა გამერია ჩემი და ჰარის ურთიერთობაში!

ადამიანის გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის დაუშვებელია!

ამიტომაც გადავწყვიტე, რომ აჯობებდა ბელასგან თავი შორს დამეჭირა, რადგან არ მინდოდა ჰარის და მას შორის ჩავმდგარიყავი, არ მინდოდა კიდევ ვინმესთვის მეიძულებინა არჩევანის გაკეთება...

Photograp_herWhere stories live. Discover now