And I met her again...

181 32 55
                                    

Gabi's POV

ნიუ-იორკის განათებულ ქუჩებში, უაზროდ ხეტიალის შემდეგ, გადავწყვიტე ბარში დასალევად შევსულიყავი.

უკვე აღარ შემეძლო ბელაზე ფიქრი და ერთადერთი საშუალება რაც, მისი ჩემი გონებიდან გამოსადევნად შემეძლო გამეკეთებინა ეს უგონოდ დათრობა იყო!

მანქანა დავაპარკინგე და სწრაფი ნაბიჯით გავეშურე, ერთ-ერთ ჩემს საყვარელ კლუბ ,,Midnight"-ში.

მთვრალი თუ კაიფში მყოფი ხალხის ბრბო, გავარღვიე და ბარის მაგიდას მივუჯექი.
ისე, რომ იქ მყოფი საზოგადოებისათვის, თუ მათ საერთოდ შეეფერება ასე მიმართვა, რადგან აქ მყოფი ადამიანები უფრო ერთ დიდი მთვრალთა ბრბოს შეადგენდა...

მოკლედ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე შევუდექი გონების დაკარგვამდე გამოთრობას.

ბარმენს შეკვეთას ვაძლევ, ის კი წამებში მიდგამს წინ ორმაგ ვისკის.

სასმელის გამჭვირვალე ჭიქას ხელებში ვათამაშებ და ფიქრებში ვიძირები.

მახსენდება ბელას ქმედებები, და უნებლიედ ემღიმება.

ის ნამდვილად ჩემი შესაფერისია, რადგან ვერასდროს გათვლი წინასწარ თუ, რას უნდა ელოდე მისგან.

ეს კი მას ამოუცნობს, რაღაც მიწვდენელს და იდუმალს ხდის...

თავი სწრაფად გავაქნიე, თითქოს და ასე მასზე ფიქრების გამოდევნას შევძლებდი.

ვისკი ერთი მოსმით გამოვცალე და ბარმებს ვანიშნე შემდეგი ჩამოესხა.

და სწორედ ამ დროს კლუბის ვიაიპ ,,აივანზე" მდგომი ჩთვის კარგად ნაცნობი, ადამიანები შემეჩეხნენ თვალთახედვაში.

სამივე მაშინვე ვიცანი, რადგან ისინი, არარერთხელ მენახა ჟურნალის გარეკანზე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი თავად ბელა ჰადიდი იყო!

ირონიულიც კი იყო ბელას აქ დანახვა, მე ხომ მისი, საკუთარი გონებიდან გაძევება მსურდა, მაგრამ პირიქით მისი აქ ყოფნით მასზე ფიქრები უარესად მომეძალა!

Photograp_herWhere stories live. Discover now