I found you...

155 28 28
                                    

Bella's POV

  მე და კენდალს არაერთხელ გვიკოცნია ერთმანეთისათვის, ზოგჯერ რაიმე სულელური თამაშის გამო, ზოგჯერ კი იმ ბიჭების თავიდან მოსაშორებლად, ვისთანაც ტრადიციული ხერხები არ ჭრიდა...

მაგრამ ეს კოცნა მათგან სრულიად განსხვავდებოდა, რადგან მასში არაფერი იყო მოჩვენებითი და ყალბი...

ეს იყო სასუწარკვეთილებისაგან გამოწვეული ქმედების ნაყოფი, ერთდროულად ტკბილი და მწარეც, რადგან ამ კოცნას არავითარი მომავალი არ ქონდა და დასაწყისშივე განწირული იყო კრახისაკენ...

   არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ საპასუხოდ მეც ვაკოცე, მაგრამ არ შემეძლო ამის ისე მიღება თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყოს! თითქოს ახლახან ჩემი საუკეთესო მეგობარი არ გამომტყდომოდა სიყვარულში....

სანამ მოვასწრებდი და თავად მოვშორდებოდი კენდალის სხეულსა და მის ტუჩებს, მანამდე თავად მოსწყდა ჩემს ავარდისფერსბულ ტუჩებს და უკან დაიხია, როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, კენდალის თვალებში ცრემლები გაკრთა.

-კენდალ...

-ჩშშ! არაფერი თქვა!

ტუჩებზე გასაჩუმებლად საკუთარი გრძელი, ნატიფი თითი მომაწება!

-ვიცი, რომ შენ იმავეს არ გრძნობ, ვიცი, რომ ის რაც გავაკეთე შენთვის მიუღებელი და გასაოცარიც კი იყო, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა... უნდა გამომეყენებინა ის უმცირესი შანსი რომელზეც ვფიქრობდი, რომ მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი... ვაღიარებ, რომ  არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე... უბრალოდ გული მტკივა ბელს...

არ შემიძლია გიყურებდე და ვხედავდე როგორ მისტირი კაცებს, რომლებიც არ გიმსახურებენ...

ვიცი, რომ არაფერი გამოგვივა, ვიცი, რომ ამის გამო შეიძლება დაგკარგო კიდეც, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ ბელს! ყველაზე და ყველაფერზე მეტად... სასაცილოა, რადგან ეს სიტყვები არასდროს არავისთვის მითქვამს. შენ პირველი ხარ და ალბათ უკანასკნელიც, რადგან სიყვარული ნამდვილად არაა ჩემი საქმე....  ბელს მინდა ბედნიერი იყო, და თუ ოდესმე ვინმე შენს წყენინებას გაბედავს დამერწმუნე მას კარგი დღე არ დაადგება...

Photograp_herWhere stories live. Discover now