,,hearts get broken"

140 27 46
                                    

,,Golden
You're so golden
I don't wanna be alone
You're so golden
You're so golden
I'm out of my head
And I know that you're scared
Because hearts get broken"

Bella's POV

ნელ-ნელა ვუახლოვდები გაბრიელს, ზეინთან ერთად, მაგრამ როდესაც მის ბედნიერ სახეს ვხედავ ვშეშდები.

ზურმუხტისფერი თვალები ლაღად უციმციმებს და შავგვრემან გოგონას ისე ესაუბრება თითქოს და მსოფლიოში ამაზე უკეთესი რამ არასდროს გაეკეთებინოს...

საუბრისას ხელებს ენერგიულად იყენებს და სწორედ ამ დროს საოცრად მომხიბლელი და ჩემთვის მიუწვდომელად მეჩვენება...

გოგონას ვუყურებ, რომელსაც თაფლისფერ თვალებში სევდა ჩასდგომოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მომხიბლელად უღიმის და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

-არ შემიძლია... მე უნდა წავიდე...

ვლუღლუღებ, ვტრიალდები, და სირბილით ვშორდები იქაურობას.

როდესაც ზეინის მანქანამდე ვაღწევ, მაშინღა ვაცნობიერებ, რომ მის გარეშე ვერსად წავალ, რადგან მანქანა დაკეტილია გასაღები კი მას აქვს, ამიტომ მანქანას ვეყრდნობი და პარკისკენ ვიხედები თუ არა ზეინს ვხედავ, რომელიც ჩემსკენ მოემართება, სახეზე დაბნეული გამომეტყველება დასთამაშებს თვალებს კი დაბნეულად აცეცებს აქეთ-იქით.

როგორც კი მიახლოვდება მაშინვე იერიშზე გადმოდის:

-რატომ გამოიქეცი ისე თითქოს მარათონის რბოლაში მონაწილეობდე? მეგონა გაბრიელთან საუბარი გსურდა!

-არა მე იმის გაგება მესაჭიროებოდა, რომ კარგად იყო, თავადვადაც კარგად დაინახე, რომ არაფერი უჭირს...

ის რაღაცის სათქმელად აღებს პირსა, შემდეგ თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და ღიმილით მპასუხობს:

-აქვე ახლოს კარგი კაფე ვიცი სადაც უგემრიელეს ვაფლებს ამზადებენ, რას იტყვი ხომ არ შემომიერთდებოდი?

Photograp_herWhere stories live. Discover now