შურისძიება ტკბილია, როგორც მისი ,,ჰადიდები"

201 33 73
                                    

Gabi's POV

-მიყვარხარ გაბ...
-მართლა?
-იმედიმაქვს ეგ რიტორიკული კითხვაა და მაგას მართლა, არ მეკითხები!
-არა უბრალოდ ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ შენნაირმა გოგონამ, ჩემნაირი ბიჭი შეიყვარა!
-ნუ სულელობ შენ ყველაზე, კეთილი, მამაცი და თბილი ბიჭი ხარ მთელს სკოლაში!
-ოჰ ნუ მაწითლებ!
-და ზოგჯერ რეგვენი, მორცხვი და უტაქტო!
-აი ეს კი უკვე ჩემი ევაა!

ევა თბილი, ხავერდოვანი ხმით იცინის, შავ მელნისფერ თმებს ქარი უფრიალებს, იგი ცდილობს თმების დამორჩილებას და როდესაც არაფერი გამოსდის ისევ ეცინება. სიცილისგან შოკოლადისფერი თვალები უბრწყინავს და სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ ის ერთადერთი გოგონაა რომლის სიცილის ყურება არასდროს მომბეზრდება, ის ერთადერთი გოგონაა რომელსაც ყოველ დღე ვეტყვი, რომ მიყვარს რადგან ამას იმსახურებს!

თვალებს ნელ-ნელა ვახელ, ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლებულვარ სიზმრისაგან!
თავი საშინლად მიბრუის, ოფლში გაწებილი საწოლიდან წამოვიმართე, და მის ზურგს მივეყრდენი, თვალი ოთახს მოვავლე და მივხვდი, რომ ეს ჩემი სახურავში გამოკევთილი ოთახი სულაც არ იყო!

მიჭირს გუშინდელი დღის გახსნება. მაგრამ ერთი რამ ნათელია, ზედმეტად ბევრი დავლიე, რის გამოც გონება დავკარგე.

და მაინც გუშინდელ დღეზე უკეთ მახსოვს სიზმარი, რომელიც ძალიან გავდა მოგონებას შორეული წარსულიდან! თვალებს სწრაფად ვაფახურებ, რათა აივნიდან შემოჭრილ სინათლეს თვალი გავუსწორო.

-რაზე ფიქრობ? დაიცა არ მითხრა გამოვიცნობ:,, ოჰ ის ბოლო ჭიქა ვისკი არ უნდა დამელია" ,,ნეტავ სად ვარ?" ,,ასპირინი და წყალი მინდა სასწრაფოდ!" ,,ჩემს გვერდით მწოლიარე გოგონა ანგელოს გავს ძილში" ...

ნაზი, დამცინავი ტონით იჭრება ჩემს ფიქრებში ბელა. სწრაფად ვტრიალდები მისკენ და გაოგნებილი ვუყურებ...

რადგან ის ჩემს გვერდით საწოლში მხლოდ საცვლების ამარა წევს! ჯანდაბა, მისი შიშველი სხეული სწრაფად მაბრუნებს რეალობაში და მალევე, აქრობს წარსულის აჩრდილებს.

Photograp_herWhere stories live. Discover now