I want to be yours forever

244 29 97
                                    

"I'm in love, I'm alive
I belong to the stars and sky
Let's forget who we are for one night
We're not animals baby
It's the people who lie"

Bella's POV

  ცრემლების ტბიდან უხალისოდ ვდგები, ყველაზე ნაკლებად ახლა ვინმესთან საუბარი მინდა, მაგრამ ზარის ხმა საკუთარ ფიქრებთან განმარტოების საშუალებას არ მაძლევს...

სახიდან მაისურის, მკლავით ვიწმინდავ ცრემლებს და კარებს ვაღებ, იქ კი ჰარი მხვდება!

ჯანდაბა სულ გადამავიწყდა, რომ დღეს ფილმის, პრემიერაზე უნდა წავსულიყავით ერთად!

ვცადე მზერა ამერიდებინა და ჩემი ჩაწითლებული თვალები დამემალა მისთვის, მაგრამ მან ეს შეამჩნია შეშფოთებული მზერით მომიახლოვდა, ნიკაპზე ხელი შემახო და მაიძულა მისთვის შემეხედა.

-ბელს რა მოხდა?

არ მინდოდა მისთვის ჩემი და გაბრიელის შეხვედრისა და საუბრის შესახებ მომეყოლა, მაგრამ მის დაჟინებულ, მკაცრ მზერას ვეღარ გავუძელი და ყველაფერი ვუამბე...

საუბრისას ვცდილობდი ყელში გაჩხერილი ბურთი გადამეყლაპა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა და როდესაც ჰარის ყველაფერი ვუმაბე ისევ ავქვითინდი...

-იზაბელა! შეწყვიტე ტირილი და შემომხედე! მითხარი ამჯერად რატომ მიეცი წასვლის უფლება? რატომ ინგრევ საკუთარ ბედნიერებას? რატომ არ გინდა უთხრა, რომ გიყვარს? რატომ ისჯი წარსული შეცდომების გამო, თავს და რატომ არ აძლევ საკუთარ თავს ბედნიერების საშუალებას?

სლუკუნი შევწყვიტე და მას მზერა გავუსწორე, იგი მომთხოვნი გამჭოლი, მზერით მიყურებდა და ჩემს პასუხს მოთმინებით ელოდა.
-იმიტომ, რომ მეშინია ჰარი, მეშინია, რომ როდესაც გაბრიელი ახლოს გამიცნობს მიხვდება, რომ არ ვარ ის ადამიანი ვინც შეუყვარდა, მიხვდება, რომ არ ვარ ისეთი იდეალური როგორიც წარმოვედგინე და მიმატოვებს მე კი ვეღარ გადავიტან კიდევ ერთ მიტოვებას...
-are you fucking kiding me?! ბელა მას საშინლად ექცეოდი, სათამაშოსავით იყენებდი და ყოველთვის ისეთი ცივი იყავი თითქოს და გსურდა აისბერგისათვის გადაგესწრო სიცივეში!
მისმინე ვიცი, რომ გეშინია მისი დაკარგვის, მაგრამ სწორედ ეგ შიშია, რომელიც ბედნიერების გზას გიჭრის და უფლებას არ გაძლევს ერთხელ მაინც გქონდეს ნორმალური, ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან! ვიცი, რომ გეშინია მიტოვების და გულის გატეხვის, მაგრამ მერწმუნე სამუდამო მარტოობას გარისკვა ჯობს, რადგან ამით თავიდან აიცილებ სინდისის გრძნობას და წლების შემდეგ, უპასუხო კითხვები აღარ დაგტანჯავს, არც ძილის წინ, არ იკითხავ ,,რა მოხდებოდა თუ", რადგან ახლა ადგები და საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლებ, რადგან  გაბრიელს უყვარხარ და დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ის არასდროს არ გაგცვლის სხვაში, არასდროს გატკენს გულს და თუ საჭირო გახდა, შენს გამო საკუთარ სიცოცხლესაც გაწირავს! რადგან გავრიელი ასეთია ის საყვარელი ადამიანისათვის ყველაფერს გააკეთებს!
-მართლა ეგრე ფიქრობ?

Photograp_herWhere stories live. Discover now