,,Where broken hearts go" Part 2

148 31 61
                                    

Gabi's POV

  -აირჩიე ევა ან მე ან ჰარი! უბრალოდ აირჩიე, რადგან არ მჯერა იმის, რომ ორივე ერთნაირად გიყვარვართ!

-არ შემიძლია ამის გაკეთება ნუთუ არ გესმის ჯორდან?! რატომ არ გინდა, რომ გაიაზრო ეს?!

-ნუთუ ვერ ხვდები?! არ მინდა შენი დათმობა ჰარისთვის! არ მინდა, რადგან მიყვარხარ! შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ევა!

-მაშინ მოკვდი! იდიოტო!

-სერიოზულად?! ახლა ხუმრობ კიდეც?!

-და სხვა რა გინდა, რომ გავაკეთო? მე უბრალოდ უკვე მეათედ გეუბნები, რომ მირჩევნია ორივე თქვენგანი მიგატოვოთ ვიდრე თქვენს შორის არჩევანი გავაკეთო!

-აჯობებს თუ წავალ, რადგან როგორც ჩანს შენთან საუბარს აზრი არ აქ!

ამას ვუყვირი, მის აწითლებულ ღაწვებს, აცრემლებულ თვალებს და არეულ ყორნისფერ თმებს თვალს ვაშორებ და მისაღებ ოთახს თვალის დახამხამებაში ვტოვებ...

  მეღვიძება, თავი მიბრუის, არა იმიტომ, რომ სიზმრისაგან გამოწვეული მოგონებები მამძიმებენ, არამედ ტკივილოსაგან.

მტკივან ადგილზე ხელს ვიდებ და მის ადგილას კაკლისოდენა ,,კოპი" მხვდება.

  უცნაურად ვგრძნობ თავს, რადგან ბელას შურის ძიება მახსენდება, მაშინაც ხომ თავზე კოპით გამომეღვიძა...

ნელ-ნელა თვალებს ვახელ, და ვაცნობიერებ, რომ სასტუმროში ვარ და უცხო მისაღებ ოთახში, მუქ ლურჯ დივანზე ვწევარ, ზევიდან კი წითელ-შავ კუბიკებში გაწყობილი პლედი მაფარია.

ჩემს წინ არსებულ შუშის ყავის მაგიდაზე ჩემი მობილური, საფულე და შავი საფერფლე დევს, რომელშიც სიგარეტის ,,ბიჩოკები" ბლომად ყრია.

   როგორც კი თვალს ვაშორებ მაგიდას მაშინვე ვხედავ, ჩემს ფეხებთან არსებულ სავარძელში მოკალათებულ ევას!

Photograp_herWhere stories live. Discover now