Mistake?

150 28 43
                                    

Bella's POV

არ ვიცი, კარის ზღურბლიდან როგორ არმოვჩდით  დერეფანში...

რადგან იმდენად ცუდად ვიყავი, რომ დგომის თავიც კი აღარ მქონდა...

  ვერც კი გავიაზრე ის თუ როგორ შემიყვანა მან ჩემს მისაღებ ოთახში, რომელსაც სრულიად ჰქონდა დაკარგული ოთახის ფუნქცია და ახლა უფრო სანაგვეს წააგავდა...

დივანზე ჩამოვჯექი და ძალაგამოცლილი მივესვენე მის საზურგეს.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვიჯექი. როგორც იქნა, საბოლოოდ შევძელი ემოციების ქარიშხალის ჩახშობა და დაბნეულ თაფლისფერ თვალებას გავხედე.

იგი უხერხულად იჯდა იმ სავარძელში სადაც საათის წინ გაბრიელი იჯდა...

-კენი ის წავიდა...
დღეს მიდის ჩიკაგოში სამუშაოდ... მე კი ვერ შევაჩერე, ვერ ვუთხარი ის რისი თქმაც მინდოდა, უბრალოდ ავდექი და დავემშვიდობე, ცივად და ნაგლად ისე თითქოს და მისი წასვლა ჩემთვის ყველაზე მტკივნეული რამ არ ყოფილიყო...
-ოჰ... ვწყხვარ ბელს...

იგი დაბნეული მპასუხობს და საკუთარ ხელებს დაჰყურებს... მას მზერას ვუსწორებ და მახსენდება ყველაფერი ის, რაც ჩვენ ორს გადაგვიტანია,  ყველა ის დაშორება და ტკივილი, ყველა ბედნიერი წუთი, და ამ მომენტში თავს უცნაურად ვგრძნობ...
 
  მას მე ვუყვარვარ მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ის ვუთხრა რასაც ვფიქრობ და ამით მეგობრის  შევინარჩუნება ვცადო...

-კენი... ვიცი, რომ მას შენდეგ რაც ჩვენს შორის მოხდა ყველაფერი შეიცვლება და აღარაფერი იქნება ჩვეულებრივად, წარსულში როგორც იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენთან მეგობრობა აღარ მინდა, რადგან ასე არა კენ... შეიძლება ეს ჩემგან ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ არ შემიძლია შენი დაკარგვა, რადგან ყველა ვინც მიყვარდა მიმატოვა და წავიდა, ამიტომაც მინდა გთხოვო, რომ დარჩე....

ამას ვამბობ და დიდრონი ლეკვის თვალებით ვაშტერდები, რათა ამით მაინც შევძლო ერთადერთი ნამდვილი მეგობრის შენარჩუნება.

Photograp_herWhere stories live. Discover now