ევა

161 32 52
                                    

Ben's POV

გუშინდელი დღიდან მოყოლებული განუწყვეტლივ ვურეკავ გაბის, მაგრამ არც კი მპასუხობს!

იმ ამბის შემდეგ რაც ბელასთან გადახდა, ერთი სული მაქვს გავიგო მათმა, მეორე შეხვედრამ როგორ ჩაიარა.

მაგრამ ის ჯიუტად არ პასუხობს მობილურს! არადა უკვე პირვლი საათი გახდა!
ამ დროს კი მას ყოველთვის ღვიძავს!

ჩემდა უნებლიედ საათის გვერზე მოციმციმე, თვეს და რიცხვს ვაკვირდები. ჯანდაბა!!! ჯანდაბა!!!ჯანდაბ!!! აჯანდაბა!!! და როგირც ყოველთვის დღეს გაქრა! ღმერთო ოღონდ ისევ ის არა!!!

ვცდილობ წლების წინ მომხდარი ამბავის დავიწყებას, მაგრამ ჯიუტად მოგონებამ მაინც ჯიუტად შემახსენა მისი არსებობა.
როდესაც სწორედ ასე გაქრა გაბრიელი და შემდეგ ...

არა არა! ამას თუ გავიხსენებ თავს ვეღარ მოვერევი და ვეღარ შევძლებ, მის საძებნად წასვლას.

იმედს ვიტოვებ, რომ ის სახლში დამხვდება, ამიტომ
სწრაფად ვიცმევ და რივერების სახლში, თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.

მთელი გზა ლექსის ვურეკავდი, მაგრამ არც მან მიპასუხა. ამით განრისხებულმა საჭეს ძლიერად დავარტყი ხელი.

თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი, რომ მათი სახლი სულ რაღაც 7 წუთის სავალზე იყო.

როგორც კი მათ სახლში მივედი მანქანა გავაჩერე, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და გიჟივით გავიქეცი სახლისკენ. კარზე ზარი დავრეკე, მაგრამ არავინ გამომხედა.

ამიტომ თითი ზარის ღილაკს ძლიერად დავაწექი. ამან გამართლა და მალე ბრენტი გამოჩდა საკუთარი უზადო ვარცხნილობით და კარები გააღო.

-გთხოვ მითხარი, რომ გაბრიელი სახლშია!

არც კი დავაცადე რაიმეს თქმა ისე მივაყარე სიტყვები. მან დაბნეულმა მოიქექა თავი და მიპასუხა:

-არა... მგონი გუშინ სახლში არც კი დაბრუნებულა...
-ჯანდაბა ძმაო! როგორ თუ არ დაბრუნებულა?!
-რამე მოხდა რა გჭირს ბენ სახეზე ფერი არ გადევს?!
-ძმაო დღეს 23 ივნისია!

Photograp_herWhere stories live. Discover now