თავი 3

1.5K 58 0
                                    

დილას თორნიკეს ხელებში გახვეულს ვიღვიძებ და ვიაზრებ რომ თორნიკეს ჯერ კიდევს სძინავს. მსიამოვნებდა მის გვერდით წოლა, მაგრამ უკვე 12 ხდებიდა და 1 ზე ჩემი მეგობრები აქ იქნებოდნენ და მათ ესე ვერ დავხვდებიდი ამიტომ ფრთხილად დაბლა ჩასვლა დავაპირე, რომ თორნიკე არ გამეღვიძებინა, მაგრამ ჩემმა სიფრთხილემ დიდხანს არ გასტანა, როცა თმის რეზინა უნდა ამეღო ტუმბოდან,  კოვზი რომელიც გუშინ ჩაისთან ერთად ამოვიტანე ძირს დავარდა, რამაც ხმაური გამოიწვია და თორნიკე ხმაურზე შეშინებული წამოხტა.  მის რეაქციაზე გამეღიმა
– ბოდიში შენი გაღვიძება არ მქონია გეგმაში.
–  არაუშავს.
თქვა ჩაიცინა და თვალები მოიფშვნიტა.
–სამზარეულოში გასვლას ვაპირებდი და გერმანული ვაფლების გამოცხობას, ეგ ხომ შენი საყვარელი საჭმელია!?
– ვაუ კიდევ გახსოვს!?
– ხო რა დამავიწყებს ყიველდღე მაგას ჭამდი.
– მაშინ მეც მოგეხმარები და ერთად გამოვაცხოთ.
- კარგი, ისე ერთ საათში ჩემი მეგობრები ჩამოვლენ.
- მაშინ ვისაუზმოთ და დავბრუნდები.
- სად უნდა დავრუნდე!? დარჩი აქ, თათა და ლიზი მოდიან და კიდევ ორი ბიჭი.
- თათას და ლიზის ნახვა მინდა და გავიცნობ იმათაც კარგი იქნება.
- კარგი, შაქარი იმ კარადიდან გამოიღე, მესამე თაროზე დევს.
- თუ გინდა მე გამოვაცხობ და შენ დაჯექი.
- არა, რა სისულელეა... უცბად ზარი შემოდის ტელეფონზე და ვხედავ სანდროს ნომერს. ვპასუხობ და ასეთი დიალოგი იწყება:
- ალო სანდრო!
- ანაბელ, შენი სახლი მესამე ამოსახვევშია თუ მეოთხე?
- უკვე მოხვედით?
- კი ცოტა ადრე გამოვედით ვიდრე გვქონდა დაგეგმილი. რომელი ამოსახვევია?
- მესამე!
- კარგი მაშინ ზუსტად თხუთმეტ წუთში შენს სახლთან ვართ.
ტელეფონი გავთიშე და დასვრილი ხელები შევიწმინდე, რადგან იმათ დავხვედროდი.
- რა ხდება? დაინტერესებული თვალებით შემომხედა თორნიკემ.
- არაფერი, უბრალოდ ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ, ათ წუთში აქ იქნებიან!
ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქ, ძალიან კარგად ვმეგობრობთ.
- გადი შენ დახვდი და მე გავაგრძელებ.
- უი, შენს რომელიმე მეგობარს დაყრეკე ჩამოვიდეს ძალიან მაგარი იქნება.
- ლუკა გახსოვს? ადრე ვმეგობრობდით ხოლმე მემგონი თათაც იცნობს და ლიზიც.
- მაგასთან ურთიერთობა კიდევ გაქვს?
- რათქმაუნდა!! ფაქტიურად ჩემს მეგობრებში ერთადერთი საუკეთესოა.
- ძალიან მაგარია, დაურეკე აუცილებლად აქ ჩამოვიდეს თუ სცალია.
თორნიკემ თავი დამიქნია, ხელები შეიმშრალა და ტელეფონი მოიმარჯვა ლუკასთან დასარეკად. პატარაობაში ლუკასთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მქონდა, თითქმის ყოველდღე მასთან ერთად ვატარებდი დროს. უცბათ როცა თორნიკემ ტელწფონი ყურთან მიიდო მანქანის დასიგნალების ხმა მომესმა და გარეთ გავიხედე. მივხვდი, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ.
- ანაბეეელ!! სიხარულით იყვრია ლიზიმ და ჩემსკენ გამოიქცა. თათა ზოზინით მოდიოდა თითქოს არც უხაროდაოზ მაგრამ დარწმუნებული ვარ შინაგანად ეიფორიაში იყო. სანდრო საბარგულთან იდგა,.ხოლო საბა ჩანთებს იღებდა.
- რამაგარია რო ჩამოხვედით!
- ეს გამომართვი რა!? მუდო სახით თათამ წყლის ბოთლი გამომაწოდა და საბასკენ შეტრიალდა, რომ ჩავი გორგოლაჭებიანი ჩემოდანი გამოერთმია. ერთმანეთში ლაპარაკით ისე გავერთეთ, რომ უცბათ სტუდიოს ტიპის მისაღებში ავღმოვჩნდით. ლიზის და თათას სახეზე მაშინვე გაუგებრობა და  სიხარული ერთად დაეტყოთ. თორნიკემ მობილური ყურიდან მოიშორა, არ ველოდი ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, ორივეს ერთდროულად შემოხვია ხელები. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ამ მომენტს უსასრულოდ ვუყურებდი. მეც გახარებული ვიყავი.
-თორნიკეე აქ საიდან? მაშინვე წამოიყვირა ლიზიმ, მაგას კაცი ვერაფრის თქმას ვერ დაასწრებს.
- მარიასთან ჩამოვედი და რაღაც საქმეზე გაბრუნებულა თბილისში, მე არ ვიცოდი.
- უი, ელაპარაკე დედაჩემს? უცბათ გამახსენდა, რომ უნდა მეკითხა.
- კი და ასე მითხრა ფაიგებთ შემდეგ რა საქმეზე დავბრუნდიო.
მხრები ავიჩეჩე და ბიჭებისკენ შევტრიალდი თორნიკე რომ გამეცნო მათთვის.
- თორნიკე ჩვენი ბავშვობის მეგობარი,  სანდრო თათას შეყვარებული და საბა ჩვენი მეგობარი.
-სასიამოვნოა!! თქვა თორნიკემ და საბას ხელი გაუწოდა. შემდეგ სანდროს, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა ყველას.
- მე ჩანთებს მეორე სართულზე ავიტან. თქვა საბამ.
- მეც მოგეხმარები, მხიარულად უთხრა თორნიკემ.
- მე მაშინ ვაფლებს მივხედავ! უი, გერმანულ ვაფლებს ვაკეთებთ მე და თორნიკე. ღიმილ შერეული ხმით ვთქვი და სამზარეულოსკენ გავეშურე.   შევამჩნიე, რომ თათა ულან გამომყვა, მე თეფში გამოვიღე კარადიდან.
- აქ რაღაც სხვა ხდება, თქვა, მაცუვარი გამოსხსნა და ჩაიცინა. მაცუვრის თვალიერების შემდეგ კონტეინერში მოთავსებული გათლილი კიტრი გამოიღო და უკან გაბრუნდა, არაფერი აღარ ვუთხარი, თორნიკე აქ დედაჩემის სანახავად ჩამოვიდა, მე კი აქ დარჩენის უფლება მივეცი, როგორც ძველი კარგი მეგობარი წარსულიდან. ნეტა წუხელ რის თქმას აპირებდა?

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now