სანდროს ხედვა:
დილით ვიღვიძებ და ბიჭებს ვუყურებ, ყველას სძინავს და თავიანთ სიზმრებში არიან ჩარგულები, აშკარად ცივი დილაა ამიტომ ლუკას გადახდილ გადასაფარებელს ტანზე ვაფარებ. შავ ჯინსის შარვალს და შავ ჰუდს ვიცვამ, რომელსაც უკან სკეიტბორდის პრინტი აქვს. სანამ დაბლა ჩავიდოდი და დღეისთვის მზადებას დავიწყებდი, გადავწყვიტე გოგოების საძინებელში შემევლო. მათი ოთახის კარი შევხსენი თუ არა თავდაყირა მწოლიარე ლიზი დავინახე, მართალია ადგილი ჰქონდა შეცვლილი, მაგრამ პლედი მაინც ეფარა, რასაც თათაზე ვერ ვიტყოდი, ამიტომ მივუახლოვდი და თეთრი ჩიხოლი გადავაფარე, შემდეგ თმა გადავუწიე სახედან და რამოდენიმე წამი მის მძინარე სხეულს მივაშტერდი, როგორც იქნა თვალი ავარიდე მას და სააბაზანოში ჩავედი. შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი. ერთი კვირა იყო თორნიკეს და ანაბელის დაწყვილებიდან გასული, ხოლო ლიზის ოჯახი უკან გუშინ გაემგზავრა. ანაბელმა დამავალა ბავშვებისთვის გაშვილი პატარა აუზი დაცალეო, მაგრამ დამავიწყდა, ამიტომ საქმე წასვლამდე გადავდე. რადგან არავის ეღვიძა გადავწყვიტე ჩემოდნები აივანზე გამომეტანა, საქმეს წინ წავწევდი და როგორც კი გაიღვიძებდნენ და ისაუზმებდნენ მაშინვე ჩვენც თბილისის გზას გავუდგებოდით. ერთ ნაჭერ ღვეზელს ვჭამდი და თან ვერცხლისფერ ჩემოდანს აივნისკენ ვამწესებდი, მეორე შინდისფერს კი გორგოლაჭებით ვახოხიალებდი.- რას დაფუსფუსებ ამ დილაადრიან დიასახლისივით? საბას ნამძინარევი ხმა შემომესმა, რომელსაც უკან თორნიკე მოყვებოდა. აშკარად ორივემ გაიაზარა, რომ ციოდა და თბილი ტანსაცმელი ჩაეცვათ.
- მანდ კიბეზე რო ჩახვალთ ფრთხილად, ფეხი აარიდეთ წყლით სავსე აუზია. ვაფრთხილებ და თითით ვანიშნებ ბიჭებს.
- კიდე დაგავიწყდა დაცლა? მეკითხება თორნიკე და თავს აქნევს, მაგრამ არამგონია პასუხის გაცემა ღირდეს, რადგან უკვე ცხადია ყველაფერი.
YOU ARE READING
არ დაივიწყო
Romanceეზოში შემოვიდა ნაცნობი მაგრამ ამავდროულად უცნობი სახე... რა მოხდება თუ თინეიჯერი მეგობრების ცხოვრებაში, ძველი ნაცნობები გამოჩნდებიან და ერთად მოუწევთ სამართალთან ბრძოლა. მათ განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, რაც თავგადასავლებში აისახება. ყველაფერ...